კურო
მეტი ყურადღება გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. ეცადეთ სამსახურის საქმეების ისე გადაანაწილოთ, რომ სათანადო დრო დაუთმოთ შვილებს, მშობლებს, საყვარელ ადამიანს.
ტყუპი
მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. არავის არაფერი დაპირდეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გაანალიზეთ წარსული, დაგეგმეთ მომავალი.
კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ ოჯახში. კარგი დღეა ვარჯიშისა და უცხო ენის შესასწავლად.
ლომი
მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან; ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა გარშემო მყოფებს არ ატკინოს გული. არავის გაუმხილოთ საკუთარი გეგმები.
ქალწული
კარგი დღეა ფიქრისთვის, წარსულის გასაანალიზებლად, დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.
სასწორი
გამოასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები. მეტი ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანისა და ოჯახის წევრების მიმართ.
მორიელი
გაუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. მოიკითხეთ ნათესავები და ოჯახის წევრების თხოვნას უპასუხოდ ნუ დატოვებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი და თბილი უნდა გახდეთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად. ნუ შეჭიდებით ისეთ საქმეებს, რომლებშიც ვერ ერკვევით. მეგობრებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.
თხის რქა
ან მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ან ლატარიაში მოიგებთ. შესაძლოა, ფული ნათესავებისგანაც მიიღოთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან.
მერწყული
ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ, არავინ მოგატყუოთ. მეტი ყურადღება გმართებთ შვილების მიმართ. მოერიდეთ ხმაურია წვეულებებს. საღამო მშვიდ ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
თევზები
ჰარმონიული და მშვიდი დღე გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან; ოჯახის წევრებთან. ზოგიერთს დიდი ხნის უნახავ მეგობართან ელის შეხვედრა.