25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

რომანტიკული დღე გელით. სიყვარული და ვნება ყველა საქმეს დაგავიწყებთ. კარგი დღეა პაემნისა და გრძნობების გამოხატვისთვის. აგრეთვე, საყვარელ ადამიანთან ერთად სამომავლო გეგმების შესადგენად.

ტყუპი

კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად და მგზავრობისთვის. აგრეთვე ექსპერიმენტებისა და ფანტაზიორობისთვის. მთავარია, თქვენი საქმიანობა თქვენთვის საინტერესო; გარშემო მყოფებისთვის კი უსაფრთხო იყოს.

კირჩხიბი

კარგი დღეა სამსახურის საქმეების მოსაგვრებლად. ეცადეთ არ დაუპირისპირდეთ იმ ადამიანებს, ვის მოსაზრებასაც არ იზიარებთ. უმჯობესია, მარტომ და ყურადღებით აკეთოთ თქვენი საქმე.

ლომი

კონკურენტებსა და მოშურნეებს არ უხარიათ თქვენი წარმატება ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ დღეს მათი გააქტიურება. უმჯობესია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, არ აჰყვეთ კამათში და გაგრძელოთ დაწყებულ პროექტებზე მუშაობა.

ქალწული

მეტი დრო დაუთმეთ საკუთრ თავს: გარეგნობას, ჩაცმულობას, დასვენებას. ეცადეთ, შეამციროთ სამუშაო საათები, საღამო გამაჯანსაღებელ პროცედურებს, გარდერობის განახლებას დაუთმოთ ან რამდენიმედღიანი შვებულება აიღოთ და მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასწორი

ახალს ნურაფერს დაგეგმავთ. დაასრულეთ ძველი საქმეები. დღეს თქვენი დახმარება შეიძლება ახლობლებს, ოჯახის წევრებს დასჭირდეთ და ნუ ეტყვით უარს. აგრეთვე, იქონიეთ კონტაქტი ახლობლებთან.

მორიელი

განწყობას საყვარელი მუსიკა, ნაწარმოები ან ფილმი შეგიქმნით. ეცადეთ, გარშემო მყოფები თქვენი აქტიურობით არ შეაწუხოთ. ნაკლები დრო მოანდომეთ სხვათა საქმეების განხილვას და მეტი – საკუთარი საქმეების მოგვარებას.

მშვილდოსანი

ზედმეტად გაღიზიანებული ხართ. გეჩვენებათ თითქოს გარშემო მყოფები და საყვარელი ადამიანიც კი გატყუებენ. სინამდვილეში, გადაღლილი ხართ, მშვიდ გარემოში დასვენება, გრძნობებისა და ემოციების დალაგება გესაჭიროებათ.

თხის რქა

დღეს მიზანსწრაფული და ენერგიული ხართ. საკუთარი მიზნებისა და სურვილების შესრულებაში ხელს ვერავინ შეგიშლით. ისეთი ეთუზიაზმით ხართ შეპყრობილი, რომ შეიძლება იმაზე მეტსაც კი მიაღწიოთ, ვიდრე ვარაუდობდით.

მერწყული

დღეს ის დღეა, როცა ყველაფერი თავისით, მარტივად, ნერვების მოშლისა და დაძაბვის გარეშე შესრულდება. თქვენ გირჩევნიათ, მეგობრებს შეეხმიანოთ, რათა მხიარული და დაუვიწყარი უქმეები დაგეგმოთ.

თევზები

მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მათი დახმარებით საკუთარ თავში ახალ ძალებს აღმოაჩენთ და საქმეების შესრულებაც არ გაგიჭირდებათ. ახლობლების რჩევებიც გაითვალისწინეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით