25 ივნისი შაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:35-ზე, მთვარე კუროშია
საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას, უფროსთან კამათს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მოერიდეთ ხორციან კერძებს. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან.
ვერძი: ყოველდღიური, მსუბუქი საქმეები შეასრულეთ. არ იკამათოთ ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ასაკით უფროს ადამიანებთან.
კურო: მოგინდებათ დასვენება, უსაქმურობა. გაატარეთ დღევანდელი დღე ოპტიმისტების გვერდით; შეასრულეთ ისეთი საქმეები, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ტყუპი: დღეს უსაქმოდ ვერ გაჩერდებით, თუ ქალაქგარეთ, დიდი ხნით წასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, ქალაქში მაინც გაისეირნეთ. შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები.
კირჩხიბი: ენერგიის მომატებას იგრძნობთ და ვალდებულებებთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე შეფერხებებს, ყველაფერი იდეალურად გამოგივათ.
ლომი: მეტად დაისვენეთ, შეასრულეთ სასიამოვნო საქმეები. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კარგი დღეა დიდი ხნის უნახვი ნათესავების მოსანახულებლად.
ქალწული: ნუ გარისკავთ, მხოლოდ ის საქმეები შეასრულეთ, რაც კარგად გამოგდით. არ გირჩევთ არც ფიზიკურ და არც გონებრივ გადატვირთვას.
სასწორი: მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. მეტად გამოავლინეთ თქვენი გონიერება და დიპლომატიურად მოაგვარეთ რთული საკითხები.
მორიელი: არ მიაქციოთ ყურადღება ადამიანებს, ვინც შემთხვევით ან განზრახ გაწყენინათ; იუმორით შეხედეთ ყოველივეს. თქვენი საქმე აკეთეთ და ნურაფერზე მოცდებით.
მშვილდოსანი: დასვენების, სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრის დღეა. მოგინდებათ გემრიელობებით თავის განებივრება, გამოძინება და უსაქმოდ ყოფნა.
თხის რქა: საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებთან; სამსახურებრივი - პარტნიორებთან ერთად შეასრულეთ და უფრო იოლად შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.
მერწყული: მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან ყოფნას. საღამოს მოგინდებათ ძველი ნივთების გადახარისხება.
თევზები: ყველა საქმე გვერდზე გადადეთ და მთელი დღე საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ. კარგი იქნება ქალაქგარეთ გასეირნება, სასიამოვნო ვალდებულების ერთად შესრულება.