25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:22-ზე, მთვარე ქალწულშია

ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენეთ ყურადღება ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა.

ვერძი

ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. განაახლეთ თქვენი გარდერობი, იყიდეთ ის, რაც გჭირდებათ სახლისთვის, გაახარეთ შვილები ახალი სათამაშოებით. თუ უახლოეს მომავალში გეპატიჟებიან დაბადების დღეზე, ნათლობაზე ან ქორწილში, ახლავე შეგიძლიათ შეაირჩიოთ საჩუქარი.

კურო

დღეს თქვენ ხართ მიდრეკილი ფულის ფლანგვისკენ. თქვენი ფინანსური საქმეები ახლა საუკეთესო მდგომარეობაში არ არის და დაუფიქრებელმა ხარჯებმა შეიძლება უზარმაზარი ხვრელი გაგიჩინოთ ბიუჯეტში.

ტყუპი

დღეს ყოყმანობთ და თითქმის ვერ ახერხებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. ვარსკვლავები გირჩევენ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და სერიოზული საუბრების გადადებას უფრო ხელსაყრელ მომენტამდე.

კირჩხიბი

კვირას უმჯობესია არსად იჩქაროთ - დღე არ არის შესაფერისი აურზაურისა და ენერგიული აქტივობისთვის. დამშვიდდით, აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, ახალ სამუშაო კვირამდე უნდა მოიპოვოთ ძალა და დადებითი ემოციები.

ლომი

ნუ შეგეშინდებათ წარმოქმნილი დაბრკოლებების – დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რის გაკეთებასაც აპირებთ. საღამოს კი ჯობია პაემანზე წასვლა, ხალხმრავალ ღონისძიებაზე დასწრება. უბრალოდ ფრთხილად იყავით ალკოჰოლთან, თორემ ორშაბათის დილა სულაც არ იქნება კარგი.

ქალწული

დღეს შეგიძლიათ მიიღოთ სიახლე, რომელიც თავიდან საკმაოდ უსიამოვნო მოგეჩვენებათ. მაგრამ ნუ ჩქარობთ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას - მალე ნახავთ, რომ მომხდარმა ხელი შეუწყო გარემოებების თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას.

სასწორი

ფრთხილად იყავით შესყიდვებისას. ღრუბლებში ფრენამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. თანაც, დღეს არ ღირს ვალის აღება - დიდია რისკია, რომ გადახდა გაგიჭირდებათ.

მორიელი

დაგეგმეთ მომავალი კვირა. თუ ფინანსურ საქმეებს ვერ გააკონტროლებთ, შესაძლოა მალე გაგიჭირდეთ ფულის სესხება. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი

დაისვენეთ, კვირას უმჯობესია დაივიწყოთ საქმეები და ვალდებულებები, დრო კი სიამოვნებებს დაუთმოთ. თუ არ ამოისუნთქავთ და განაგრძობთ აქტიურობას, მალე იგრძნობთ დაღლილობას და დეპრესიის შემოტევას.

თხის რქა

ფრთხილად იყავით საზოგადოებრივ ადგილებში და ნუ დატოვებთ ნივთებს უყურადღებოდ. ასევე დღეს არ უნდა გააკეთოთ შესყიდვები ინტერნეტით.

მერწყული

გაატარეთ დღე ბუნებაში, და თუ ეს შეუძლებელია, გამონახეთ დრო საღამოს ხანგრძლივი სეირნობისთვის, საჭიროა დაისვენოთ და თავი დააღწიოთ ყოველდღიურ აურზაურს.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ მშობლებსა და შვილებს, გულწრფელი საუბარი სარგებელს მოუტანს მათაც და თქვენც. საღამო გაატარეთ ისე როგორც გსურთ; უბრალო სიხარული და სიამოვნება განწყობას გაგიუმჯობესებთ და სიმშვიდის განცდას შეგძენთ.