კურო
ისეთი სიტუაცია უნდა შექმნათ, რომ გარშემო მყოფები კმაყოფილები დარჩნენ თქვენი საქციელით. დაარეგულირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და ეცადეთ, განაწყენებული ახლობლებიც შეარიგოთ ერთმანეთს.
ტყუპი
წარმატება ელით სარეკლამო სფეროში მომუშავე ტყუპს. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, განსაკუთრებით, კრედიტით. კარგი დღეა ინფორმაციის შესაგროვებლად.
კირჩხიბი
შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს, დაიმუხტეთ სასიამოვნო ენერგიით. საღამოს ფეხით ან ქალაქგარეთ მანქანით გასეირნება ენერგიით აგავსებთ.
ლომი
თუ არ გაჯიუტდებით და გარშემო მყოფებთან მეგობრულ დამოკიდებულებას შეინარჩუნებთ, მათი დახმარებით ნებისმიერ საკითხს მოაგვარებთ. დაძლიეთ სიამაყე და ნუ იქნებით ამბიციური.
ქალწული
საკუთრი გეგმებისა და იდეების რეალიზებას დამოუკიდებლად, სხვათა დაუხმარებლად შეძლებთ. ეცადეთ, გარშემო მყოფები არც კი ჩაახედოთ თქვენს საქმეებში.
სასწორი
დილიდან ბრძოლისთვის უნდა მოემზადოთ. თქვენი კონკურენტები მოძლიერდებიან და ფაქტებითა და არგუმენტირებულად თუ არ შეებრძოლებით, ვერაფერს გახდებით.
მორიელი
სასურველია დღეს მაინც დაივიწყოთ სამსახური და საოჯახო საქმეები და მთელი დრო საკუთარ თავს მიუძღვნათ. გაიღრმავეთ ცოდნა, ივარჯიშეთ, მიხედეთ სხეულს.
მშვილდოსანი
შეიძლება მოულოდნელად უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ ეს არ შეგიშლით ხელს მუშაობაში, დაწყებული საქმეების დასრულებაში. იყავით მიზანდასახული, მაგრამ ზედმეტდა ნუ გაჯიუტდებით.
თხის რქა
მოწყდით რუტინულ საქმიანობას და დღე შემოქმედებას, - მუსიკას, პოეზიას, მხატვრობას დაუთმეთ.
მერწყული
თუ თქვენი სიმპათიის ობიექტი სათანადო ყურადღებას არ გაქცევთ, მთელი დრო და ენერგია სამსახურებრივი და საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.
თევზები
ვერაფერი შეგაფერხებთ სურვილების ასრულებაში, საქმეების დასრულებაში. მთავარია, თავად არ იზარმაცოთ. იუმორის გრძნობა კი გარშემო მყოფებთან გაგიუმჯობესებთ ურთიერთობას.