25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ოჯახური საკითხები ნათესავებთან შეთანხმებულად მოაგვარეთ. იყავით დიპლომატიური და კორექტული საყვარელ ადამიანთან, კოლეგებთან. მეტი დაკვირვება მართებთ აპრილში დაბადებულ ნიშნებს.

ტყუპი

დაიცავით წესები, ინსტრუქცია. ფული დახარჯეთ მხოლოდ აუცილებელ საგნებზე. შეეხმიანეთ იმ მეგობრებს, ვისთან ერთადაც სწავლობთ ან მოგზაურობთ ხოლმე.

კირჩხიბი

დილით აუჩქარებლად, მშვიდად იმოქმედეთ. მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებას, შუამავლის როლში ყოფნას. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ უსიამოვნო ადამიანების სიტყვებს.

ლომი

დილას მეტი ყურადღება გმართებთ. განსაკუთრებით საბუთებთან და მგზავრობასთან დაკავშირებით. არ დაკარგოთ პირადი ნივთები. იყავით დიპლომატიური ახლობლებთან ურთიერთობისას. ეცადეთ, თავად მოაგვაროთ საოჯახო ვალდებულებები.

ქალწული

ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, არსად დააგვიანოთ, არ დაარღვიოთ რეჟიმი, წესები. საქმეებში ცვლილებები გელით ტექნიკის გაუმართაობის გამო.

სასწორი

მოთმინებით აღიჭურვეთ, თუ ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც ვარაუდობდით. ბავშვების ჭირვეულობა თამაშში გადაიტანეთ. შეიძლება უარი მიიღოთ მატერიალურ დახმარებაზე.

მორიელი

დილას დანიშნეთ შეხვედრები, მგზავრობა, ახალი იდეების განხილვა. ნუ გექნებათ ახლობლების დახმარების იმედი, საქმეები დამოუკიდებლად მოაგვარეთ. შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ტექნიკა.

მშვილდოსანი

შეიძლება შეფერხდეს ტრანსპორტის მიმოსვლა, შეიქმნას საცობები. ინფორმაციის მიღება-გაწოდება. საღამოს მოერიდეთ უსიამოვნებას სტუმრებთან.

თხის რქა

ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას, მიმოსვლისას. მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს.

მერწყული

დილით მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ.

თევზები

იყავით მეტად მიზანმიმართული და დაკვირვებული მუშაობისას. ნუ გექნებათ სხვათა დახმარების იმედი. ფული მხოლოდ აუცილებელ ნივთებზე დახარჯეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით