კურო
საშუალება მოგეცემათ ახლობლებისა და მეგობრების წრეში კარგად გაერთოთ და დაისვენოთ. გამოავლინეთ იუმორის გრძნობა, იმხიარულეთ და არც გარშემო მყოფები მოაწყინოთ.
ტყუპი
თუ გარშემო მყოფებს თქვენი საქმიანობით დააინტერესებთ, მათგან მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ და საქმიანობის გაგრძელებასაც შეძლებთ. ასე რომ, ყველაფერი თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული
კირჩხიბი
დღეს სამსახურის საქმეებს უფრო მეტ დროს დაუთმობთ, ვიდრე დასვენებას. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა და საინტერესო საუბარი.
ლომი
კარგი დღეა მატერიალური საკითხების განსახილველად, ბიუჯეტის დასაგეგმავად. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილების სწავლასა და ფიზიკურ აქტივობას.
ქალწული
მეტი ყურადღება მიაქციეთ უფროსების რჩევას. შეიძლება ისინი პრობლემების მოგვარებაში წაგადგეთ. კარგი დღეა ინფორმაციების მისაღებად, მაგრამ გადაუმოწმებლად ნურაფერს ენდობით.
სასწორი
კარგი დღეა ცვლილებებისა და ექსპერიმენტიბისთვის, როგორც ვარცხნილობასა და ჩაცმულობაში, ასევე თვისებებში. ეცადეთ, იძულებით არაფერი აკეთოთ, ცვლილებამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ.
მორიელი
მოერიდეთ სამსახურებრივი და საოჯახო საქმეების კეთებას. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ან შვილებთან ერთად. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასასეირნებლად.
მშვილდოსანი
კარგი დღეა საყიდლებისთვის, მაგრამ რაც მოგეწონებათ ყველაფერს ნუ შეიძენთ, ცოტა ფულიც დაზოგეთ. საღამოს მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ.
თხის რქა
შეიძლება ან ახალი სამსახური შემოგთავაზონ ან ახალი საქმიანობა. გარისკეთ, რას კარგავთ?!. ზოგიერთებს, საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი ელით.
მერწყული
დაძაბული დიალოგების დროსაც კი ეცადეთ, არ გაანაწყენოთ ოპონენტი. არგუმენტირებულად და ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეთ. ყურადღება გმართებთ საჭესთან.
თევზები
გარშემო მყოფები მზად არიან დაგეხმარონ, მაგრამ ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა გული არავის ატკინოს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და ბავშვებთან ერთად.