* დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები.
* მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები.
* კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
* ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისა და განქორწინებისთვის.
* მოერიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან.
* კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
* ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება შინაარსიანად ჩაივლის.
* არასასურველია ქორწინება და ნიშნობა.
* არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
* კარგი დღეა თმის შესაჭრელად.
* ამ დღის ქვაა: ჰიაცინტი.
* დღის გაფრთხილება: არ იპკუროთ მკვეთრი არომატის მქონე სუნამო და მოერიდეთ სარკეში ყურებას.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ქალწულში
* მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
* ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
* კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
* კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.