ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 20:21-ზე, მთვარე სასწორშია
მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის და მსუბუქი საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის, ცხოველური საკვების მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
ვერძი
ეცადეთ დღეს მეტი დრო გაატაროთ თქვენდამი კეთილგანწყობილ ადამიანებთან ერთად. ვარსკვლავები გირჩევენ დაასრულოთ დაწყებული საქმეები. თუ ვინმეს დახმარება გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ ამის პირდაპირ თქმა.
კურო
მოაგვარეთ პრობლემები და უსიამოვნებები საღამომდე. სამუშაო ბევრი იქნება, მაგრამ ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ის წარმატებული შესაძლებლობები, რომლებსაც ბედი მოგცემთ. მიუდექით საკითხებს შემოქმედებითად და არატრადიციულად.
ტყუპი
დღე წარმატებული იქნება, თუ გამოიჩენთ მონდომებას. 25 მარტს საუბარში მოერიდეთ გაურკვევლობას: პირდაპირ ისაუბრეთ თქვენს სურვილებზე ან ეჭვებზე.
კირჩხიბი
დღის პირველ ნახევარში უნდა გაუმკლავდეთ წვრილმან უსიამოვნებებს და საზრუნავს, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. თქვენი წარმატება დიდწილად სხვა ადამიანებზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ მეტად მოუსმინეთ გარშემო მყოფებს.
ლომი
მოემზადეთ რთული კონფლიქტური დღისთვის. თუმცა, შეძლებთ გარკვეული საკითხების მოგვარებას და მიაღწევთ იმას, რაც გსურთ კამათსა და დისკუსიაში. ემოციური სტრესის მიუხედავად, შეეცადეთ შეინარჩუნოთ თავაზიანობა და მშვიდი დამოკიდებულება სხვების მიმართ.
ქალწული
დატვირთული დღეა, ზოგიერთს ნერვიულობაც მოგიწევთ. გირჩევთ, მშვიდად აღიქვათ ყველაფერი, რაც ხდება და რაციონალურად მოიქცეთ. გექნებათ საშუალება აჩვენოთ თქვენი საუკეთესო პროფესიული თვისებები თქვენს უფროსებს და კოლეგებს და მოაგვაროთ რთული საკითხი.
სასწორი
მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია. ეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად მშვიდი და გაწონასწორებული. გამოიყენეთ თქვენი ინტელექტუალური პოტენციალი. იმუშავეთ გუნდში საუკეთესო შედეგების მისაღწევად და ჯილდოების მოსაპოვებლად.
მორიელი
დღევანდელი მოვლენები გაიძულებთ სხვანაირად შეხედონ იმას, რაც ხდება, შეცვალონ დამოკიდებულება ვიღაცის ან რაღაცის მიმართ. ზოგჯერ რთული იქნება კონცენტრირება: შეეცადეთ ნაკლები ისაუბროთ, გამოხატეთ თქვენი აზრები მკაფიოდ. ძალიან ემოციურად ნუ რეაგირებთ ყველაფერზე.
მშვილდოსანი
დღეს მოგიწევთ მოსაწყენი და ერთფეროვანი სამუშაოს შესრულება. მაგრამ სწრაფად დაასრულებთ ყველა დავალებას და მიიღებთ დამსახურებულ ჯილდოს. 25 მარტს კომუნიკაცია სასიამოვნო იქნება და დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანთან საუბარი დაგამშვიდებთ და თავდაჯერებულობას შემატებთ.
თხის რქა
გამძლეობისა და მონდომების გამოვლენით შეძლებთ სასურველი შედეგების მიღებას. ნუ შეგეშინდებათ გარისკვის, ჰკითხეთ რჩევა მცოდნე და სანდო ადამიანებს და წინ წადით. არის შანსი, რომ მიიღოთ ის, რისკენაც დიდი ხანია ისწრაფვით. იმოქმედეთ ფრთხილად, გამოთვალეთ ყოველი ნაბიჯი, რათა არ დაუშვათ შეცდომები.
მერწყული
რთული დღეა, დილიდან მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავება მოგიწევთ. იყავით პოზიტიური და გაგიადვილდებათ უსიამოვნო საკითხების მოგვარება. კომპრომისების პოვნა და შეთანხმებების მიღწევა გაგიჭირდებათ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას მეტი დრო დასჭირდება.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, შეამციროთ თქვენი აქტივობა და ცოტა ხნით შეისვენოთ. ამასობაში მშვიდად და ობიექტურად გაერკვევით მომხდარში. შეადგინეთ გეგმა, გამოთვალეთ თქვენი ქმედებების შესაძლო რისკები. ნუ შეგეშინდებათ მეგობრებს რჩევა ჰკითხოთ, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან.