25 ნოემბერი, მთვარე მერწყულშია: იღვიძებს ინტერესი ახლის მიმართ

25 ნოემბერი, მთვარე მერწყულშია: იღვიძებს ინტერესი ახლის მიმართ

სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 14:04-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 14:13-დან

მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია.

ჯანმრთელობა : კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა.

კვება: ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს.

რეკომენდებულია : მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება.

არ არის რეკომენდებული: ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე.

მოგზაურობა: უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.

ურთიერთობები: დღის ენერგიას შეუძლია მშვიდობა და წესრიგი მოუტანოს შექმნილ ოჯახს. ქორწილი უნდა ჩატარდეს მშვიდ ატმოსფეროში და ახლო ოჯახურ წრეში. პაემნები კარგია.

დღის მინერალები: ჰიაცინტი, ციტრინი.

მთვარე მერწყულშია

იღვიძებს ინტერესი ახლის მიმართ. თავში მოულოდნელი იდეები ჩნდება. კარგი დღეა შეხვედრებისთვის. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას.

აქტიური ორგანოები: წვივები, ტერფები, ვენები, გამომყოფი სისტემა.

კვება: თუ ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თვალყური ადევნეთ რისი ჭამა მოგწონთ ამ დღეებში განსაკუთრებით. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გსურს ისეთი საკვები, რომელიც არ არის თქვენთვის კარგი.

საოჯახო საქმეები: კარგია ნივთების ქიმწმენდაში ჩაბარება. თუ გსურთ, სახლს დადებითი ენერგია ჰქონდეს, გაწმინდეთ ფანჯრები და ოთახები გაანიავეთ. საუკეთესოა პატარა ზეიმის მოწყობა, ღვეზელის გამოცხობა და საყვარელი ადამიანების მხიარულ წვეულებაზე მოწვევა.

კოსმეტიკური პროცედურები : კარგია თმის შეღებვა; შეჭრა არა. მოერიდეთ სახის წმენდას ან ნიღბების გაკეთებას. კარგია ფრჩხილების მოვლა.