ავტორი:

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 11:44-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი. მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას.

ვერძი: დაგეგმეთ ტურისტული მგზავრობა, მოემზადეთ უცხოეთში გასამგზავრებლად. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა მეტად გაგაძლიერებთ და მიზნების განხორციელებას შეგაძლებინებთ.

კურო: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. საღამოს საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ რომანტიკული პაემნით, მზრუნველობით, გემრიელობებით.

ტყუპი: არ დაძაბოთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. შეიძლება რაღაც გაიგოთ თქვენს მეორე ნახევარზე, რაც არ გესიამოვნებათ.

კირჩხიბი: მოიმატებს ვალდებულებები და საქმეები. ყურადღებით იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, მუშაობისას, რადგან მომატებულია წვრილი ტრავმების ალბათობა.

ლომი: მოგემატებათ რომანტიკული განწყობა, ფლირტის სურვილი. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას. იყავით მომართული პრაქტიკულობაზე.

ქალწული: სამსახურში გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. საღამოს დაუთმეთ დრო საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. ოჯახის წევრებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.

სასწორი: დაფიქრდით, ხომ არ გსურთ უცხო ენის ან მანქანის მართვის შესწავლა? საუკეთესო პერიოდია კვალიფიკაციის ასამაღლებლად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი: ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას. ზოგიერთმა შეიძლება კრედიტის აღება გადაწყვიტოთ ახალი იდეების განსახორციელებლად.

მშვილდოსანი: მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. ლამაზი ან ძვირად ღირებული ნივთების შეძენით გაინებივრეთ თავი.

თხის რქა: ყოველდღიური ვალდებულებების შესრულების შემდეგ შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვისაც უნდა მოიცალოთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ.

მერწყული: მეტად უნდა გააქტიურდეთ სასურველის მისაღებად. მოგინდებათ კონკურსებში მონაწილეობის მიღება და თქვენი ნიჭის დემონსტრირება. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

თევზები: დაფიქრდით, როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს, ვინ დაგეხმარებათ, კარიერულ წინსვლაში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. იყავით მეტად მზრუნველი მის მიმართ.