25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გააუმჯობესეთ ძველი კავშირები. შესაძლოა, ძველმა წყენამ იჩინოს თავი. ყველა კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვარეთ. გაფრთხილდით არ წაგეშალოთ, დაკარგოთ მნიშვნელოვანი დოკუმეტები.

ტყუპი

საქმეებში შეიძლება ახალმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რომელთა მოგვარებაც კოლეგებთან ერთად უნდა შეძლოთ. მობილიზებულად იმუშავეთ. საქმეს სხვას ნუ გადააბარებთ. მოერიდეთ ალკოჰილის მიღებას.

კირჩხიბი

დაასრულეთ წინა კვირას დაწყებული საქმეები. ზოგიერთი საქმე თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ ახალ ინფორმაციებს. სამსახურის საქმეების გამო არ დაძაბოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

ლომი

თავი რომ დაიზღვიოთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ახალი საქმეები არ წამოიწყოთ, არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს. დღეს "ღრუბლებში დაფრინავთ" და თქვენი მოტყუება ადვილია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ქალწული

რთული დღე გაქვთ, მაგრამ იმდენად მობილიზებული ხართ, რომ ყველაფერს მოაგვარებთ. ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ, ერთგულ კოლეგებსაც კი ნუ ენდობით. მოიხსენით "ვარდისფერი სათვალე" და რეალურად შეაფასეთ ყველაფერი. კოსმეტიკურმა რემონტმა შეიძლება უფრო მეტი ხარჯი გაგაწევინოთ, ვიდრე განსაზღვრული გაქვთ. აკონტროლეთ ხარჯი.

სასწორი

ეცადეთ, ოჯახურმა უსიამოვნებებმა სამსახურის საქმეებზე არ იქონიოს გავლენა. კარგი დღეა მიმდინარე საქმეების მოსაგვარებლად, საბუთებში წესრიგის დასამყარებლად.

მორიელი

ყველა საქმეზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. კარგია ინტელექტუალურ საქმიანობა, ახალი იდეების განხილვა. გაფრთხილდით, არაფერი, დაკარგოთ, არ მოგატყუონ, მოგპარონ. მოზღვავებული ენერგია ვარჯიშისთვის გამოიყენეთ.

მშვილდოსანი

გააუმჯობესეთ არსებული კონტაქტები და გააფართოეთ სანაცნობო წრე. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და ეგოისტური. როცა მთვარე ქალწულში გადავა, ყველა საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. არ გადატვირთოთ კუჭი, რათა ხვალ თავი კომფორტულად იგრძნოთ.

თხის რქა

კარგი დღეა ახალი იდეების, ინტერესების, ინფორმაციის მოსაძიებლად, განსახილველად. მეტი დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას. მოაგვარეთ არსებული პრობლემები.

მერწყული

ყველაფერს მოაგვარებთ, მთავარია, არ გადაიღალოთ. მეტად დაისვენეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და მათი დახმარებით არსებულ პრობლემებსაც ადვილად გაუმკლავდებით.

თევზები

ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. არ გაამხილოთ იდეები. ყველაფრისადმი იყავით ნეიტრალური. ზედმეტმა სიმპათიამ (ვინმეს ან რაიმეს მიმართ) ან ანტიპათიამ შეიძლება საქმეები გაგიფუჭოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით