ოქტომბერი თანამედროვე კალენდრით მეათე, ხოლო ძველრომაული კალენდრის მიხედვით მერვე თვეა. მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის (ლათ. Octo – რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი “იყოფს“ – ჰარმონიული, სილამაზის და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიაში.
25 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები შემოქმედებითი ნიჭით და კარგი ვიზუალური მონაცემებით არიან დაჯილდოებულნი ხშირ შემთხვევაში. მათ ხშირად ეძლევათ შანსი საკუთარი იდეების რეალიზებისთვის, თანაც საზოგადოებისთვის მისაღები კუთხით. თუმცა თვისებას ზედმეტად დიდი ყურადღება მიაქციონ სხვების აზრს, მათი სწორი გზიდან გადაცდენა შეუძლია.