სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე 07:59-ზე, ხოლო პირველი დღე დაიწყება 14:48-ზე, 11:19-დან მთვარე მორიელშია
დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. აკონტროლეთ ემოციები. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. თმის შეჭრას არ გირჩევთ. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ცხელი და ცხარე საკვები.
ვერძი: არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ მოიმოქმედოთ. მოერიდეთ აგრესიულობას გარშემო მყოფების მიმართ.
კურო: დღეს მიღებული ინფორმაცია გამოიყენეთ საქმების უკეთ წარმართვისთვის, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ტყუპი: შეინარჩუნეთ მაქსიმალური სიმშვიდე. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.
კირჩხიბი: არ გირჩევთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. განსაკუთრებით, თუ საქმე ფულს ეხება.
ლომი: ახალი საქმეები დღეს არ დაიწყოთ. მოლაპარაკებები გამართეთ მშვიდ გარემოში. არ გირჩევთ ემოციების გამოხატვას.
ქალწული: არ გაართულოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან დაკვირვებულად იმოქმედეთ და მშვიდად აუხსენით თქვენი მოთხოვნები.
სასწორი: მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას, საღამოს ალკოჰოლის მიღებას. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
მორიელი: მოიცილეთ ყველაფერი ის, რაც გაფერხებთ, ხელს გიშლით წინსვლასა და განვითარებაში. აკონტროლეთ ემოციები.
მშვილდოსანი: ახალი ნაცნობობა იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ხანმოკლე. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, განმარტოებით.
თხის რქა: დღეს ახალი საქმეები არ დაიწყოთ. უფრო მეტიც, დღეს დაისვენეთ. ნუ აჰყვებით აგრესიული ადამიანების პროვოკაციას.
მერწყული: იყავით დაკვირვებული გარშემო მყოფების, სიტუაციების მიმართ. საღამოს ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები.
თევზები: ემოციური დღეა და ეცადეთ, მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი თავი. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.