კურო
დასვენების, მოდუნების დღეა. ახლობლები მზრუნველობას არ მოგაკლებენ და თავს ბავშვად იგრძნობთ. ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ პიკნიკი მოაწყვეთ.
ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იდეების განსახორციელებლად. ოჯახის წევრების მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, ექსკურსიისთვს, ახლის შესასწავლად. დღევანდელი დღის მოვლენებს თქვენი თვალსაწიერის შეცვლა შეუძლია.
ლომი
თქვენი შრომა დაფასდება; დღეს შექებასა და ჯილდოს დაიმსახურებთ. გარშემო მყოფების მიმართ მეტი თავშეკავება და მზრუნველობა გმართებთ.
ქალწული
შეიძლება ახალი ბიზნესპარტნიორი გამოგიჩნდეთ, ან ახლობელი დაგეხმაროთ მატერიალურად. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა.
სასწორი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ, რათა მთელი დღით დაიმუხტოთ ენერგიით და ნებისმიერი საქმის შესრულება გაგიადვილდეთ.
მორიელი
მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ. ყველა სერიოზული საკითხი ხვალისთვის გადადეთ დღეს დაისვენეთ, გამოიძინეთ.
მშვილდოსანი
დაივიწყეთ სამუშაო და ვალდებულებები. მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით.
თხის რქა
დილა საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. საღამო დასვენებას, მეგობრებთან შეხვედრა. იყავით მოსიყვარულე და გულის კარნახით იმოქმედეთ.
მერწყული
დღეს შეიძლება სრულიად ახალ საქმეში, გასართობში გამოსცადოთ საკუთარი თავი. საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გელით. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი.
თევზები
დილიდან დადებითად განეწყვეთ და ეცადეთ, არავინ და არაფერმა განერვიულოთ. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს.