ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ.
კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის.
არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, - აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს.
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის.
სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი ჩვილობიდანვე ავლენს სიბრძნეს. იღბლიანია და ხშირად ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმრებს.
მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
სუსტი წერტილია ყურები: მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას.
თმის სტილისტთან ვიზიტი სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღის ქვაა: წითელი იასპი.
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ქალწულში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.