25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს ისეთ ინფორმაციას მიიღებთ, რაც წარმატების მიღწევაში შეგიწყობთ ხელს. მთავარია, არ იზარმაცოთ.

ტყუპი

შეხვედრებითა და მგზავრობით დატვირთული დღე გელით. ზოგიერთების ცხოვრებაში კი სასიამოვნო სიახლეები და ცხოვრებისეული ცვლილებებია მოსალოდნელი.

კირჩხიბი

შეცდომებისა და გაუგებრობების გამოსასწორებლად უამრავი დრო დაგეკარგებათ და გავლენიანი ადამიანების შეწუხება დაგჭირდებათ.

ლომი

კარგი დღეა სემინარებსა და კონფერენციებზე დასაწრებად. ტეტსირებისთვის. საკუთარ თავში შეიძლება ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ.

ქალწული

დღის მთავარი საზრუნავი ფული იქნება. მოსალოდნელია შეცდომები ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, საოჯახო ბიუჯეტის შემცირება.

სასწორი

ამაღლებულ განწყობაზე ხართ და გარშემო მყოფებს არ მოაწყენთ. საღამო შინაურ გარემოში, მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი

ეცადეთ, ფანტაზიებისა და ოცნებების გამო რეალობას არ ჩამოშორდეთ. ახალი საქმეების დაწყებისას მეტი დაკვირვება გმართებთ.

მშვილდოსანი

შეიძლება პროფესიის, საქმიანობის შეცვლაზე მოგიწიოთ დაფიქრებამ. უმჯობესია, მაღალანაზღაურებადი სამსახური მოიძიოთ.

თხის რქა

სამყაროს შეცვლა საკუთარი თავით უნდა დაიწყოთ. უმჯობესია, გააუმჯობესოთ პარტნიორული ურთიერთობები.

მერწყული

ენერგიული ხართ და ახალი საქმეების დაწყება არ გაგიჭირდებათ. მოერიდეთ გულახდილობას გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით პირად საკითხებზე.

თევზები

მშვენივრად იცით, რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ. უმჯობესია გეგმები ერთგულ ადამიანს გაუმჟღავნოთ და დახმარება სთხოვოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით