ავტორი:

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 20:43-ზე

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა.

ვერძი: იყავით მზრუნველი ახლობლების მიმართ. მეტად მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კურო: ჩართეთ ბავშვები საოჯახო საქმეებში ან ერთად განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.

ტყუპი:მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ.

კირჩხიბი: გაემგზავრეთ ქალაქგარეთ ბავშვებთან ერთად, მონახულეთ ისტორიული, საინტერესო ადგილები; გადაიღეთ ლამაზი ფოტოები.

ლომი: დასვენების, გამოძინების და საყვარელ ადამიანებთან ყოფნის დღეა. იყავით მოსიყვარულე ოჯახის წევრების მიმართ.

ქალწული: მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო. გადახედეთ გაჯეტებსაც და იქიდანაც წაშალეთ ზედმეტები.

სასწორი: გადახედეთ საქმეებს, ურთიერთობებს, მოიცილეთ ყველაფერი, რასაც სიხარული არ მოაქვს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

მორიელი: მოიწყვეთ დასვენება, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ.

მშვილდოსანი: გავლენიან ადამიანებთან შეხვედრისას გააცანით მათ თქვენი სამომავლო იდეები, რომლებსაც სამშაბათიდან განახორციელებთ.

თხის რქა: მოაწესრიგეთ დოკუმენტები, საქმეები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საკუთარ და/ან მეუღლის ნათესავებთან.

მერწყული: მოიცილეთ ყველა ვალი, გადაიხადეთ გადასახედები. გადახედეთ პირად ნივთებსაც და რაც აღარ მოგწონთ, გააჩუქეთ.

თევზები: თუ აუცილებელი ვალდებულებები გაქვთ, დილითვე მოაგვარეთ, რათა მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით.