25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:40-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:29-დან

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას, ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.

ვერძი

კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ წარსულ თემებსა და მოვლენებს და განიხილოთ ისინი შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით. ეს ხელს შეუწყობს პირადი ურთიერთობების გაძლიერებას, ყველა გაუგებრობის გარკვევას და თქვენი პოზიციის მკაფიო გამოხატვას.

კურო

პროფესიონალ ადამიანებთან კომუნიკაცია დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ან წარმატებულ გარიგებაში. არ მოგერიდოთ მათთვის აზრის კითხვა, იყავით აქტიური. ნუ ენდობით დღეს მიღებულ ყველა ინფორმაციას, შეამოწმეთ ფაქტები შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

ტყუპი

მოემზადეთ ნაყოფიერი და წარმატებული დღისთვის. თუ თქვენ უნდა წარმოადგინოთ პროექტი ან ისაუბროთ აუდიტორიის წინაშე, წარმატება გელით. თუმცა, ეს არ არის მოდუნებისა და უყურადღებოდ ყოფნის მიზეზი. ხელახლა შეამოწმეთ თქვენი სამუშაო, რომ არაფერი გამოგრჩეთ.

კირჩხიბი

დღევანდელი დღე შესაფერისია ტრენინგისა და თვითგანათლებისთვის. განსაკუთრებით იოლად მოგეცემათ იმ საგნები ცოდნა, რომლის შესწავლაც მოგწონთ. სცადეთ თქვენი ძალა ფილოსოფიაში ან უცხო ენებში. სარგებელს მოგიტანთ თემატური მოგზაურობები ან შეხვედრები ენთუზიასტ ადამიანებთან.

ლომი

თქვენი სპეციალობის შესახებ ახალი ინფორმაციის შესწავლა დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. უნდა შეისწავლოთ წარმატებული ადამიანების გამოცდილება და წაიკითხოთ სამეცნიერო სტატიები თქვენთვის მნიშვნელოვან თემაზე. ასევე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დღეს ზოგიერთი რამ ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმეთ.

ქალწული

მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს და სამუშაო გრაფიკის ორგანიზებას. უარს ნუ იტყვით კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობაზე: მიღებული ინფორმაცია გამოგადგებათ თქვენს მომავალ საქმიანობაში. დღეს კარგად დაიმახსოვრებთ ფაქტებს და სწრაფად ისწავლით ახალს.

სასწორი

გავლენიანი ადამიანების თუ უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა გამოგადგებათ თქვენს საქმიანობაში და მათგან საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ. ეს კარგი დღეა სტუდენტების, მეცნიერებისა და კვლევის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. დღეს უცხო ენის სწავლის დაწყება კარგი იქნება.

მორიელი

თუ დღეს დაგჭირდებათ დახმარება ან რჩევა, ნუ მოგერიდებათ დაუკავშირდეთ თქვენს კოლეგებს ან მცოდნე ადამიანებს. კომუნიკაცია და საკითხების განხილვა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი ნაცნობების პოვნაში დაგეხმარებათ. მოუსმინეთ ახალ ინფორმაციას, ის მალე გამოგადგებათ.

მშვილდოსანი

საჯარო დისკუსიები ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები კარგად წავა. შესანიშნავად მოახერხებთ კომპრომისების პოვნას და საუბარში უსიამოვნო მომენტების თავიდან აცილებას. ასევე კარგი დღეა პირადი ურთიერთობების ან რთული საკითხების გასარკვევად, რომლებსაც ჩვეულებრივ თავს არიდებთ ხოლმე.

თხის რქა

ბიზნესში წარმატება კომუნიკაციისა და ახალი ინფორმაციის მოძიების უნარზე იქნება დამოკიდებული. გამოცდილ ადამიანებს დაუსვით თქვენთვის საინტერესო კითხვები, იყავით აქტიური შეხვედრისას, ცნობისმოყვარე და მეგობრული - სხვებთან. არის შანსი, რომ დღეს უცხო ენაზე მოგიწევთ კომუნიკაცია.

მერწყული

წარმატებული და პროდუქტიული იქნება დღეს დაგეგმილი მოგზაურობა. შეგიძლიათ მივლინებაში წასვლა, პარტნიორებთან ახალი კავშირების დამყარება და უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა. სწავლა და განათლება უფრო ადვილია: კარგად დაიმახსოვრებთ ინფორმაციას.

თევზები

მოგიწევთ ბევრი საუბარი, სხვადასხვა თემაზე დისკუსიების მხარდაჭერა და შესაძლოა საქმიან დიალოგშიც მონაწილეობაც. ოჯახთან ერთად კი მოგიწევთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ყოველდღიური პრობლემის განხილვა. გირჩევთ, არ იჩქარონ გადაწყვეტილების მიღება.