26-28 აპრილი - მთვარე მშვილდოსანშია

26-28 აპრილი - მთვარე მშვილდოსანშია

მთვარე მშვილდოსანშია და დარჩება 28 აპრილის 13:34-მდე

  • აქტიურია ცეცხლის სტიქია.
  • დაისახეთ კონკრეტული მიზნები და გააქტიურდით სასურველის მისაღწევად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად.
  • საოჯახო საქმეების სიმრავლეს ნუ შეუშინდებით.
  • ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.
  • მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
  • მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე.
  • არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
  • ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
  • არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
  • დარგეთ ხეები და ბუჩქები, რომლებიც გინდათ, რომ სიმაღლეში გაიზარდონ. აგრეთვე ხვიარა მცენარეები.
  • ებრძოლეთ მიწაში არსებულ მავნებლებს.
  • კანისთვის გამოიყენეთ ორგანულ ცხიმებზე დამზადებული კრემები (ზეითუნი, ყურძნის კურკა და ა.შ.).
  • ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
  • მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.