ავტორი:

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 04:28-ზე, მთვარე ლომშია

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. მოერიდეთ გულის გადაღლას; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.

ვერძი: დღეს მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ, არაფერი ახალი არ მოიმოქმედოთ. უმჯობესია, თუ დაისვენებთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

კურო: დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, სახამებლის შემცველი პროდუქტების ჭამას.

ტყუპი: ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ნუ დაძაბავთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას, ისაუბრეთ ყველასთვის გასაგებად. დაკვირვება გმართებთ მგზავრობისას.

კირჩხიბი: ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს; საღამო ერთად, სუფთა ჰაერზე და საინტერესოდ გაატარეთ.

ლომი: გაფრთხილდით, არავის მოატყუებინოთ თავი, არ გირჩევთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. საღამო მშვიდ გარემოში, საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ.

ქალწული: დღეს ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ მოიმოქმედოთ. მოერიდეთ სარკაზმს, ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან.

სასწორი: არ დაიწყოთ ახალი საქმეები, ნუ შეეჭიდებით რთულ ვალდებულებებს. დღეს დაისვენეთ, გასეირნეთ სუფთა ჰაერზე. მხოლოს სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ.

მორიელი: დღეს მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულეთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს, ჩახლართულ საქმეებს. გაუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

მშვილდოსანი: არც ახალი საქმეები დაიწყოთ და არც ახალი ხელშეკრულებები გააფორმოთ. უმჯობესია, დაფიქრდეთ, რისი შეცვლა გსურთ თქვენს ცხოვრებაში, ურთიერთობებში, საქმიანობაში.

თხის რქა: არ გირჩევთ კამათას, ურთიერთობების გარკვევას გარშემო მყოფებთან მეტად დაისვენეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, მეტი მზრუნველობა გმართებთ მათ მიმართ.

მერწყული: არ გადაიღალოთ, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. დღის ბოლოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ ახალი მიზნები გაგიჩნდებათ, რომლებსაც ახალმთვარეობის შემდეგ განახორციელებთ.

თევზები: დღეს გადახედეთ ძველ იდეებს, გეგმებს, რომლებსაც ხვალიდან ან ზეგიდან დაიწყებთ. ვისთან ერთად გსურთ მათი განხორციელება?.. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებული ნივთებს.