კურო
საშუალება მოგეცემათ აღადგინოთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან, პარტნიორებთან. თუ ისინი თქვენთვის მნიშვნელოვნები არიან, გაამყარეთ მათთან კავშირი. ნუ განმარტოვდებით. თუ სახლიდან ვერ გადიხართ, ვირტუალურად შეეხმიანეთ გარშემო მყოფებს.
ტყუპი
სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თუ ივნისის თვეში ხართ დაბადებული, უფრთხილდით მათ, ვინც გაიძულებთ იყოთ უპასუხისმგებლო, ჭირვეული. გაფრთხილდით უცხო გარემოში მოხვედრისას.
კირჩხიბი
დღეს ყველაფერი უცნაური, უჩვეულო გაგიტაცებთ. შეიძლება ახალი კულტურით დაინტერესდეთ, ახალმა ტექნოლოგიებმა გაგიტაცოთ. ან ხელოვნებამ მოახდინოს თქვენზე ძლიერი ემოციური გავლენა. შეეხმიანეთ თქვენგან შორს მყოფ ახლობლებს.
ლომი
შეიძლება ყველაფერი ისე არ განვითარდეს, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. შეხვდით მოვლენებს მშვიდად. მოერიდეთ დასკვნების გამოტანას. ისწავლეთ სხვების შეცდომებზე. დღეს გარშემო მყოფების გრძნობების, განწყობის გავალისწინებით უნდა იმოქმედოთ.
ქალწული
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება და ხელშეკრულებების გაფორმება. სექტემბერში დაბადებულები ზედმეტად გაღიზიანებულად იგრძნობენ თავს. ზედმეტი ემოციურობის გამო მოერიდეთ პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვას.
სასწორი
მოსალოდნელია გეგმების ცვლილება. სიტუაციის შესაბამისად იმოქმედეთ. სხვა დღისთვის გადადეთ მკურნალობის დაწყება; სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება. დღეს დაწყებული მეგობრობა დიდხანს არ გასტანს.
მორიელი
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. პირადი ცხოვრება მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. შეიძლება გეგმებში ცვლილებების შეტანამ მოგიწიოთ, ან სხვათა ინტერესების გათვალისინებით მოგიწიოთ მოქმედებამ. იდეები მხოლოდ განიხილეთ.
მშვილდოსანი
ახლობლები მზრუნველობით გაგანებივრებენ. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან, გაყვანილობებთან. დეკემბერში დაბადებულები მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან; აგრეთვე - ადამიანებს, რომლებიც თქვენ მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილები.
თხის რქა
დღეს განხორციელებული საქმეები ან უჩვეულოდ დასრულდება, ან იმ შედეგს ვერ მიიღებთ, რასაც ელოდით. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, მოგზაურობის დაწყება. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ პარტნიორების ემოციურობას.
მერწყული
თუ პროექტები კარგად მოფიქრებული და წვრილმანები განხილული არ გაქვთ, არ განახორციელოთ. დღეს დამოკიდებული იქნებით სხვა ადამიანების განწყობაზე, მათ სურვილებზე. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
თევზები
მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ნეიტრალური საქმეებით შემოიფარგლეთ. შეეხმიანეთ თქვენთვის ახლობელ ადამიანებს, ვისთანაც თავს მშვიდად იგრძნობთ. ნუ მოექცევით სხვათა გემოვნების, აზრის გავლენის ქვეშ.