26 აგვისტოს დაბადებული ადამიანი პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში

26 აგვისტოს დაბადებული ადამიანი პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში

აგვისტო ძველად (ლათ. Augustus) განსაკუთრებულ, სხვა თვეებს შორის ზეაღმატებულ, სამეფო თვედ ითვლებოდა. სახელი კი მას იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთ-ერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 261 რიცხვით გადის. ძველად ამბობდნენ, "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.

  • როგორია 26 აგვისტოს დაბადებული ადამიანი

26 აგვისტოს დაბადებული ადამიანები ბუნებით კოლექტივისტები და გუნდური მოთამაშეები არიან. ამიტომ ყოველთვის ცდილობენ, ნებისმიერი საქმე პარტნიორთან ერთად გააკეთონ და ნაკლებად აიღონ საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქციები და პასუხისმგებლობა. თუმცა, მათი პროფესიონალიზმი და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ხშირად ხდება იმის საწინდარი, რომ ეს ადამიანები საკმაოდ მაღალ თანამდებობრივ პოსტებს იკავებენ და პატივისცემით სარგებლობენ საზოგადოებაში.