26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:16-ზე, მთვარე კირჩხიბშია

ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

ვერძი

ნაყოფიერი და აქტიური დღეა. შეძლებთ დიდხანს და ნაყოფიერად იმუშაოთ და მოაგვაროთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. ყურადღება არ მიაქციოთ უმნიშვნელო წვრილმანებს, რამაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. შეამცირეთ არაფრისმომცემი საუბარი და უაზრო აქტივობები. ამგვარად, გექნებათ დრო, რომ ბევრად მეტი სასარგებლო საქმე გააკეთოთ.

კურო

თუ ამ დღის სირთულეებს ოპტიმისტურად უყურებთ, მაშინ ვერაფერი გაგიფუჭებთ განწყობას. ხანდახან მოვლენები გაგაბრაზებთ, მაგრამ ემოციებს არ უნდა აჰყვეთ. დაუთმეთ დრო თქვენს პირად საქმეებს: ეს აღგიდგენთ სიმშვიდეს.

ტყუპი

მოემზადეთ იმისთვის, რომ ზოგიერთი თქვენი თანამოსაუბრე ეგოისტი იქნება და არც კი მოუსმენს თქვენს სიტყვებს. არ მოახდინოთ ზეწოლა მათზე და არ დაიწყოთ ჩხუბი: უმჯობესია შეწყვიტოთ ყველა ახსნა და არ გაიფუჭოთ განწყობა. კონსტრუქციული საქმიანი მოლაპარაკებები უფრო წარმატებული იქნება, კოლეგებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება.

კირჩხიბი

თუ თქვენ გაქვთ რთული ან უსიამოვნო საქმეები, მაშინ დღეს დადგა დრო, რომ დაასრულოთ ისინი. მებრძოლი სული და ენერგიის მაღალი დონე დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ რთულ ამოცანას. სამსახურში აირჩიეთ არასტანდარტული მეთოდები: დღეს ეს უფრო წარმატებული გზაა წარმატებისკენ.

ლომი

თქვენი შრომისმოყვარეობა და შემოქმედებითი მიდგომა შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს უფროსებსა და კოლეგებზე. ასევე, თქვენი ოპტიმიზმი და ლიდერული თვისებები ხელს შეუწყობს მათ კარიერულ წინსვლას. თუმცა, ემოციებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს ან საქმიან დისკუსიებს. ჩართეთ პოზიტივი, მოძებნეთ ახალი მეგობრები.

ქალწული

დღეს გექნებათ შანსი, წინ წახვიდეთ იმ საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ალბათ გსურთ მიიღოთ რაიმე ან მიაღწიოთ რაიმე მნიშვნელოვან შედეგს. იყავით მიზანდასახული, არ გადაუხვიოთ მიზანს და ყველაფერი იდეალურად გამოვა. ვარსკვლავები გვირჩევენ, არ შეუშვათ უცხო პირები თქვენს საქმეებსა და გეგმებში.

სასწორი

აჩვენეთ თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები, მაშინ ადვილი იქნება წარმატების მიღწევა. მოგიწევთ რთული არჩევანის გაკეთება და, შესაძლოა, რაღაცის გაწირვა მთავარი მიზნისთვის. ობიექტურად განიხილეთ თქვენი გადაწყვეტილებების ან ქმედებების შედეგები.

მორიელი

ის საქმეები, რასაც დღეს დაიწყებთ, მთელი თვის განმავლობაში მოგიტანთ მოგებას. ამიტომ, თავად გადაწყვიტეთ სად გსურთ წარმატების მიღწყევა და რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად. რეალისტურად შეხედეთ თქვენს შესაძლებლობებს და ნუ შეეჭიდებით იმას, რისი უნარიც ჯერ არ გაქვთ.

მშვილდოსანი

თქვენი მდგომარეობა შორს არის იდეალურისგან და გრძნობთ ნერვულ დაძაბულობას. მოიცილეთ პირქუში ფიქრები. ამისთვის შესაფერისია ერთფეროვანი რუტინული მუშაობა, ისევე როგორც დიდი გუნდური პროექტები. თუმცა, ნუ გადატვირთავთ თავს ზედმეტი შრომით, რათა არ ჩაიგდოთ თავში სტრესული მდგომარეობა.

თხის რქა

შეეცადეთ დღესვე გადასცეთ თქვენი ზოგიერთი პასუხისმგებლობა კოლეგებს ან თანაშემწეებს. ასევე სასარგებლოა დახმარების თხოვნა, თუ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. გუნდში მუშაობა გაზრდის თქვენს ეფექტურობას და გაგაძლიერებთ. სასარგებლოა თქვენი გეგმების სხვებისთვის გაზიარება.

მერწყული

დღეს ამაღლებული ემოციური ფონი გაქვთ. ხანდახან რთული იქნება თავის შეკავება და შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები. ზოგიერთი იდეა ან შეხედულება შესაძლოა გარდაიქმნას. დღის სტრესის მოხსნა შესაძლებელია ძველი მეგობრების გარემოცვაში ან ხმაურიან წვეულებაზე.

თევზები

დღეს საზიანოა კამათი ან სხვებისთვის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ მართალი ხარ. სჯობს, თავი აარიდოთ სტრესულ საუბრებს და გაუმკლავდეთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება. დღის პირველ ნახევარში სჯობს განიხილოთ რთული კითხვები, რათა დრო გქონდეთ დანიშნულ თარიღამდე ყველაფერი დაასრულოთ.