ავტორი:

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 12:48-ზე, მთვარე მერწყულშია

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას, ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.

ვერძი

გამოიყენეთ ბოლო დროს მიღებული გამოცდილება და ცოდნა და წარმატებით მოაგვარებთ ბევრ რთულ საკითხს. აკონტროლეთ ემოციები, უპასუხეთ მშვიდად, არ ინერვიულოთ წვრილმანებზე და პატივი ეცით სხვის აზრს. კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასამყარებლად, ერთად გაატარეთ საღამო.

კურო

გარშემო მყოფები დახმარებას ითხოვენ და დიდი დრო დაგჭირდებათ სხვა ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად. ეს შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი, რადგან ცოტა დრო დაგრჩებათ თქვენი საქმეებისთვის. მიუხედავად ამისა, შეძლებთ მნიშვნელოვანი და რთული ამოცანის შესრულებას. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

ტყუპი

თუ გსურთ მიიღოთ საუკეთესო შედეგი, დანიშნეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში. ლანჩის შემდეგ ემოციური დონე აიწევს და გაგიჭირდებათ მშვიდი საქმიანი დამოკიდებულების შენარჩუნება. ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს, გამოიჩინეთ ინტერესი მათი საქმეების მიმართ, გაატარეთ დრო ერთად.

კირჩხიბი

დატვირთული და საინტერესო დღე გელოდებათ, ბევრი შეხვედრითა და ახალი გეგმებით. ნუ შეეჭიდებით ყველაფერს ერთბაშად, ჩამოთვალეთ მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეები და პირველ რიგში მათ გაუმკლავდეთ. საყვარელ ადამიანებთან ეცადეთ იყოთ უფრო რბილი და ყურადღებიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში წყენას ვერ აიცილებთ. იყავით თავშეკავებული უცნობებთან.

ლომი

შეუპოვრობა გამოიჩინეთ სამსახურში, მაშინაც კი, თუ ყველაფერი ისე მიდის, როგორც თქვენ ელოდით. არ იდარდოთ და მალე თქვენი მიზანი განხორციელდება. არაა გამორიცხული, რომ სხვებმა მოინდომონ და ისარგებლონ თქვენი სიკეთით ან თქვენი კავშირებით. უნდა გამოიჩინოთ სიმტკიცე და არ დაემორჩილოთ მანიპულირებას.

ქალწული

კარგი დღეა ნაყოფიერი მუშაობისა და ახალი გეგმების განვითარებისთვის. თუ მარტო მუშაობთ, ყურადღებით შეამოწმეთ თითოეული დეტალი. დღეს შესაძლოა შეხვდეთ მნიშვნელოვან ადამიანებს, ვისგანაც სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ.

სასწორი

მცირე პრობლემები გელით, მაგრამ იღბალი თქვენს მხარეს იქნება და ყველაფერს იოლად გაართმევთ თავს. შესაძლოა გადაწყვიტოთ რთული საკითხების გადადება და უბრალოდ დაელოდოთ გარემოებების თქვენს სასარგებლოდ შეცვლას. გამოიყენეთ წარსულში მიღებული უნარები და გამოცდილება და ასევე არ დაივიწყოთ წარსული შეცდომები.

მორიელი

თქვენი ხიბლი და კეთილგანწყობა დღეს ბევრ სასარგებლო საქმეს გაგაკეთებინებთ. ხალხი თქვენს თანაგრძნობას იგრძნობს და სიამოვნებით დაგეხმარებათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში. თუმცა, არ უნდა გადააბაროთ ყველა თქვენი პასუხისმგებლობა სხვებს. დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი

მკაფიოდ დასახული მიზანი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მცირე პრობლემებს და დროულად შეასრულოს დაგეგმილი ამოცანები. თუ სიზარმაცის შემოტევებს გადალახავთ, ნანატრ შედეგს მიიღებთ. საღამოს შესაძლებელია საინტერესო რომანტიული პაემანი.

თხის რქა

დაგეგმეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში. თუ ვალდებულებებს მოგვიანებით გადადებთ, მაშინ ამისთვის საკმარისი დრო არ დაგრჩებათ. შუადღის შემდეგ თხის რქები უსარგებლო კამათსა და დისკუსიაში ჩაერთვებიან.

მერწყული

შეეცადეთ იყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, მაშინაც კი, თუ სიტუაცია რთულია. არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში. არ გირჩევთ აქტიურობას. უმჯობესია, მეტად დაისვენოთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. შეეცადეთ იყოთ ნაზი და მოსიყვარულე საყვარელ ადამიანებთან.

თევზები

დილიდან გელოდებათ საინტერესო შეხვედრები და საქმეები. შუადღის შემდეგ სიტუაცია უარესობისკენ შეიცვლება და გაგიჭირდებათ როგორც კოლეგებთან, ასევე ნათესავებთან ურთიერთობა. ყველა გადაწყვეტილება სხვა დროისთვის გადადეთ: ახლა გაგიჭირდებათ კომპრომისის პოვნა.