სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 15:38-ზე, მთვარე კირჩხიბშია
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
ვერძი
სამსახურში შეიძლება კონფლიქტი წარმოიშვას. კეთილგანწყობა და ოპტიმისტური დამოკიდებულება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სირთულეებს. დღეს არ უნდა დაიწყო რაღაც ახალი. მთავარია, ახალ წლამდე დასრულდეს და დაიხუროს მიმდინარე საკითხები. კარგი დღეა რომანტიკული პაემნებისა და ნაცნობებისთვის. საოჯახო საქმეები თქვენს ყურადღებას მოითხოვს.
კურო
თუ კარგ რამეებზე ფიქრობთ, ახდება. ყურადღებას ნუ მიაქცევ კრიტიკას. დღეს ბევრია, ვისაც სურს სიტყვებით გაგაგიჟოთ. მაგრამ თავადაც აკონტროლეთ თქვენი თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვინმესთან იჩხუბოთ. ნაყოფიერი დღეა სამუშაოსთვის. ამჯერად ყველაფერი აუცილებლად გამოვა.
ტყუპი
თავი შეიკავეთ კონფლიქტებისა და კამათისგან. საუბარში შესაძლოა გაღიზიანება და გადაჭარბებული ემოციურობა იგრძნოთ. სამსახურში იყავით განსაკუთრებით მეგობრული, დალიეთ ჩაი კოლეგებთან ერთად, იყიდეთ რაიმე გემრიელი მათთვის. ეს ხელს შეუწყობს ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნას. არ არის გამორიცხული კოლეგასთან ფლირტი.
კირჩხიბი
მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. არ არის საჭირო მოვლენების დრამატიზაცია. ლანჩისთვის ყველაფერი შეიცვლება. გახდებით უფრო აქტიური, პროდუქტიული და შეძლებთ ნაყოფიერად იმუშაოთ. უმჯობესია დღეს უარი თქვათ შემოსულ შემოთავაზებებზე.
ლომი
დღის პირველ ნახევრისთვის დასახული გეგმები შესაძლოა შეიცვალოს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ჰარმონიულს ვერ ვუწოდებთ. კარგი დღეა განმარტოებაში დასვენებისთვის, დამოუკიდებლად მუშაობისთვის ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შესაფერისი დღეა თქვენი სახლის საახალწლოდ მოსაწყობად.
ქალწული
მოერიდეთ კონფლიქტებს სამსახურში. ეცადეთ არ გაიფუჭოთ განწყობა და გააკეთოთ რაიმე დადებითი. ყურადღებით გაანალიზეთ მიღებული წინადადებები და მიეცით საკუთარ თავს დრო დასაფიქრებლად. დღე ხელსაყრელია რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის. მაგრამ დაქორწინებულებმა ჯობია თავი შეიკავოთ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი საუბრისგან.
სასწორი
დღეს ბევრი კონტაქტი, მოძრაობა და სატელეფონო ზარი გექნებათ. დღე საკმაოდ აქტიურია, მთავარია ზედმეტი არ თქვათ, რომ მოწინააღმდეგე არ გაანაწყენოთ. ზოგიერთი რომანტიკულ საჩუქარს მიიღებთ. კარგი დღეა საახალწლო საჩუქრების შესაძენად. შეეცადეთ იყოთ უფრო მეგობრული. ეს დაგეხმარებათ დაამყაროთ კონტაქტი საჭირო ადამიანებთან.
მორიელი
დღის პირველი ნახევარი არ არის საუკეთესო დრო მაღაზიებში სასიარულოდ. იმედგაცრუებული დარჩებით შეძენილი ნივთით. თქვენს მიმართ იქნება ბევრი კომპლიმენტი და რომანტიკული შემოთავაზება. უბრალოდ, მაშინვე არ მოიხიბლო ადამიანი, უკეთ გაიცანით იგი. ზოგიერთს მოგიწევთ სხვისი პრობლემების გადაჭრა.
მშვილდოსანი
ელოდეთ მოულოდნელ სიახლეებს. და ამის გამო მოგიწევთ გეგმების შეცვლა. მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენაა. კრიტიკულად მოეპყარით შემოსულ ინფორმაციას. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. ზოგიერთს მოგინდებათ რომანტიკული საღამოს გატარება ან კრეატიულობა.
თხის რქა
დღეს ზოგიერთი ვერ გაამართლებს თქვენს იმედებს. მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან ყველაფერს სწორად აკეთებთ. მთავარია, საკუთარ გზას გაჰყვეთ და სხვის ცხოვრებაში არ ჩაერთოთ. გეგმები შეინახეთ საიდუმლოდ. დღე შესაფერისია დამოუკიდებელი მუშაობისთვის, ასე უფრო პროდუქტიული იქნებით.
მერწყული
თუ გსურთ ვინმეს რაიმე მტკივნეული გაუზიაროთ, მაშინ შეარჩიეთ სწორი ადამიანები, რომლებიც აუცილებლად მოგისმენენ და არ გაავრცელებენ ამ ინფორმაციას. განწყობა სწრაფად შეიცვლება, ამიტომ პროდუქტიულობა შემცირდება. ასე რომ არ გააკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები. თუ ჯერ კიდევ არ გაგიფორმებიათ სახლი დღესასწაულისთვის, მაშინ დღეს ამისთვის ხელსაყრელი დღეა.
თევზები
დღეს ყურადღებას იპყრობთ, ბევრს სურს თქვენთან ურთიერთობა. ისარგებლეთ ამით და სთხოვეთ მხარდაჭერა. ზოგიერთმა შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. მაგრამ მაშინვე არ უნდა დათანხმდეთ, მიეცით საკუთარ თავს დრო ფიქრისთვის. საღამო შესაფერისია ოჯახური შეკრებებისთვის, ბავშვებთან თამაშებისა და საახალწლო გეგმების განხილვისთვის.