26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ახალი ნაცნობობა ცოტათი გაგახალისებთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოერიდეთ სიჯიუტეს. შეეხმიანეთ ძველ მეგობრებს. დააკვირდით მოვლენებს, გარშემო მყოფებს, შეიძლება საინტერესო იდეები გაგიჩნდეთ.

ტყუპი

კარგი დღეა შეხვედრების, დისკუსიებისა და პრეზენტაციებისთვის. სიურპრიზებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელოდეთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, მოერიდეთ ხალხის მასებს. აკონტროლეთ ხარჯი.

კირჩხიბი

კარგი დღეა სამსახურის საქმეების განსახილველად კოლეგებთან და საოჯახოების – ოჯახის წევრებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციებს. უფროსთან შეხვედრა დიდ შედეგს ვერ მოგიტანთ.

ლომი

დღის განმავლობაში გელით საინტერესო შემოთავაზებები და ახალი ამბები. რაც უფრო მეტად ჩაერთვებით საქმეში, მით ნაკლებს იფიქრებთ წარუმატებლობაზე. თანაც, წვრილმანებზე ნერვიულობა არ ღირს. საღამოს ჩაიტარეთ მასაჟი ან სილამაზის სალონს ეწვიეთ.

ქალწული

მოერიდეთ უფროსთან შეხვედრას და უფრო მეტიც, მასთან კონფლიქტს. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილებისა და მშობლების მიმართ. თუ სასიყვარულო პარტნიორი მაინცდამაინც არ აკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას, ნუ გაასერიოზულებთ ურთიერთობას.

სასწორი

დღე დასვენებას დაუთმეთ. ნუ ჩაერევით კამათში. დაეხმარეთ და გაამხნევეთ გარშემო მყოფები. მოერიდეთ უთანხმოებას საყვარელ ადამიანთან.

მორიელი

მოერიდეთ საქმეების გარჩევას. ნუ იქნებით პრეტენზიული და წუწუნა. მეტად მომთმენი უნდა იყოთ. თავი რომ დაიზღვიოთ, სერიოზული საქმეები უკვე გამოცდილ ადამიანებს ანდეთ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ კონფლიქტებს და უფრო მეტიც, ნუ გაამწვავებთ სიტუაციას. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. საღამო ან შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ, ან ბავშვებთან ერთად გაერთეთ. დღეს საყიდლებისგან თავი შეიკავეთ.

თხის რქა

მოერიდეთ რისკს და დაძაბულობას ურთიერთობაში. ყველაფერი სწორად, "ინსტრუქციის გათვალისწინებით" უნდა აკეთოთ. კარგი დღეა რთულ საკითხებში გასარკვევად. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვასა და ფიზიკურ გადაღლას.

მერწყული

მოერიდეთ ინტრიგებსა და ჭორებს. ნურც ჩაერევით და ნურც გაავრცელებთ. აგრეთვე მოერიდეთ პროვოკაციებს. ეს დღე უმჯობესია განმარტოებით გაატაროთ ან საქმეებით დაიტვირთოთ. მოერიდეთ ბნელ ქუჩებში, უცნობ ადგილებზე სიარულს.

თევზები

ახალი ამბები გარშემო მყოფებთან ერთად განიხილეთ; ერთად მოძებნეთ გამოსავალი. მეგობრები რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებენ. კარგი დღეა შეცდომების გამოსასწორებლად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით