26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დააფასეთ სხვის მიერ შესრულებული საქმეები. ნუ მიითვისებთ სხვის გამარჯვებას. განსაკუთრებთ ისინი, ვისაც საოჯახო ბიზნესის განვითარება სურს. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.

ტყუპი

ეცადეთ, სიყვარულში, სპორტსა და ბიზნესში არ დაუშვათ ერთ შეცდომა - წარმატების მოლოდინში ტყუილად არ გარისკოთ. შეიძლება ყველაფერი ერთ მომენტში დაკარგოთ. დღეს დაგეგმილი წვეულება თუ ღონისძიება დამატებით ხარჯს მოითხოვს.

კირჩხიბი

თუ ყველა ისე არ იქცევა (განსაკუთრებით თქვენი საყვარელი ადამიანი), როგორც თქვენ საჭიროდ მიგაჩნიათ, ეს არ ნიშნავს, რომ გარშემო მყოფები არ გაფასებენ. უბრალოდ, სხვაც აქვს თავისი მოსაზრება.

ლომი

იყავით მეტად გაწონასწორებული. მცირე დისონანსმაც კი შეიძლება დამატებითი სტრესი მოგიტანოთ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია მივლინება, საქმიანი შეხვედრა. კარგი დღეა მოგზაურობა თვალსაწიერის გაფართოების მიზნით.

ქალწული

ფულის ხარჯვის დღე გელით. მოსალოდნელია კაპიტალდაბანდება, სარფიანი ვაჭრობა. შეიძლება მიიღოთ ის, რისკენაც დიდხანს ისწრაფვოდით. მოერიდეთ რევანშს და ნუ იბრძოლებთ ზედმეტი თავისუფლებისთვის.

სასწორი

ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური და მომთხოვნი. რაციონალურად იმოქმედეთ. შეიძლება ვინმეზე განაწყენებულმა მისთვის სამაგიეროს გადახდა მოინდომოთ, რასაც არ გირჩევთ. მოძებნეთ საქმე, რომელშიც საკუთარ სულსა და გულს ჩადებთ.

მორიელი

არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში. განსაკუთრებით, თუ საქმე მოგების მითვისებას ეხება. მოერიდეთ ავანტიურას ფინანსურ საკითხებში. ეცადეთ, არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან.

მშვილდოსანი

დღეს "ჩავარდნილ" პროექტებსაც კი გადაარჩენთ. თუმცა, თავად უნდა მიხვდეთ, ღირს მათთვის "თავის ატკივება", თუ უმჯობესია, საკუთარი ძალები სხვა საქმეებს მოახმაროთ.

თხის რქა

უმნიშვნელო სიტყვამაც კი შეიძლება კონფლიქტში გაგხვიოთ. ეცადეთ, მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ყველასთვის გასაგებად ისაუბროთ. დღეს შეიძლება ისეთი გამოცდილება მიიღოთ, რომელიც მომავალშიც გამოგადგებათ.

მერწყული

ყველა სირთულეს მარტივად გაართმევთ თავს და გამარჯვებული თუ არა, ღიმილიანი მაინც იქნებით. მოერიდეთ ზედმეტ რისკს. მარტო ნუ გაემართებით უცხო ადგილებში, თავისებურ ადამიანებთან შესახვედრად.

თევზები

მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. განსაკუთრებთ, - ფინანსურ ავანტიურას. მოგებას ნუ ელით. ნუ გაგიკვირდებათ, რომ უცნაურ საქმეებში გახვეულს დახმარებას არავინ გაგიწევთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით