არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები.
არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია.
კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის.
დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ.
მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას.
ამ დღეს დაბადებული შრომისმოყვარე და ძლიერი პიროვნება იქნება. მისგან კარგი მსახიობი დადგება.
გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით.
სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: ოპალი, იასამნისფერი ამეთვისტო.
მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 20:01
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ქალწულში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.