კურო
პრობლემების მოსაგვარებელ ახალ ხერხებს მიაგნებთ. გამოაჩინეთ ორგანიზატორული ნიჭი. დაიხმარეთ ახლობლები.
ტყუპი
კარგი დღეა კულტურული ღონისძიებებისთვის. შეხვდით მეგობრებს. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებისთვის და პაემნისათვის.
კირჩხიბი
გადახედეთ ძველ პრობლემებს და ახლებური მეთოდებით მოაგვარეთ. საჭირბოროტო საკითხების მოგვარებისას ორივე მხარის პოზიცია გაითვალისწინეთ.
ლომი
გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად. მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი ახლობლები. ყურადღება მიაქციეთ რჩევებს.
ქალწული
საინტერესო და საჭირო საქმეები შეასრულეთ. მეგობრებთან და კოლეგებთან შეხვედრა პრობლემების არაოფიციალურ სიტუაციაში მოგვარების საშუალებას მოგცემთ.
სასწორი
ახალი ნაცნობობა, მეგობრებთან შეხვედრა გელით. სტრესის მოსახნელად ივარჯიშეთ. საღამოს დააწყვეთ მომავალი კვირის გეგმა.
მორიელი
საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა ცხოვრებას სხვა თვალით დაგანახვებთ. კარგია ვარჯიში, სეირნობა. მოერიდეთ საყიდლებს.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ახლობლებთან კამათს, ფულის ფლანგვას. ნუ დააწყობთ გეგმებს, რადგან ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად შეგეცვალოთ.
თხის რქა
დაარეგულირეთ კონფლიქტი, განიხილეთ პერსპექტივები. მიზნების მისაღწევად, დღეიდან უფრო აქტიურად და გაბედულად უნდა იმოქმედოთ.
მერწყული
მოერიდეთ უშნო ხუმრობებსა და ნუ გასცემთ ტყუილ დაპირებებს. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ ან კულტურული ღონისძიება მოიწყვეთ.
თევზები
მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახში. კარგი დღეა ვარჯიშისა და აქტიურობისთვის. მეტი სითამამე გამოავლინეთ ურთიერთობაში. სამომავლო საქმეები დეტალურად განიხილეთ.