კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ.
ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს.
სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ.
უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები.
მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობი შეცვლას.
გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან.
არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანს ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს და წარმატებასაც აღწევს.
მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები.
თმისა და ფრჩხილების შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: რაუხტოპაზი, შავი ნეფრიტი.
მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:27
მთვარე კუროს ზოდიაქოში გადავა 16:37
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კუროში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
დღეს კარგია ცურვა, საუნა.
რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.