კურო
ახლობლებთან შეთანხმების გარეშე არაფერი მოიმოქმედოთ. განსაკუთრებით, თუ საქმე უქმეების ქალაქგარეთ გატარებას ეხება. თუ მოგზაურობთ, ხშირად ეკონტაქტეთ ახლობლებს.
ტყუპი
დილიდანვე შეუდექით დაწყებული საქმეების მოგვარებას, რათა საღამო თქვენი სურვილისამებრ გაატაროთ. წვეულებაზე საინტერესო ადამიანს გაიცნობთ.
კირჩხიბი
შეხვედრების დღეა (რომანტიკულისაც). კარგი დღეა მიმოწერისა და კითხვისთვის. საღამოს პროდუქტები შეიძინეთ და ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ.
ლომი
დღეს წარსულსა და მომავალს შორის უნდა გამონახოთ ბალანსი. ეცადეთ, წარსული უსიამოვნებების გამო არ გაიფუჭოთ მომავალი. მოიშოროთ უსიამოვნო ადამიანები.
ქალწული
შეხვედრები და მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. ძილის წინ წაიკითხეთ, თქვენთვის საინტერესო დოკუმენტურ ფილმს უყურეთ.
სასწორი
კოლეგებთან ერთად შეასრულეთ სამსახურის საქმეები. ხშირად ეკონტაქტეთ საყვარელ ადამიანს. საღამოს შეიძლება მხიარულ წვეულებაზე აღმოჩნდეთ.
მორიელი
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, დაგროვილ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. მშობლებისა და გავლენიანი ახლობლების აზრს ყური უნდა დაუგდოთ.
მშვილდოსანი
მოეშვით უსაფუძვლო ეჭვიანობას, შიშებსა და ნერვიულობას. შეიძლება გამოჩნდნენ ძველი მტრები, რომლებსაც ახალი მეთოდებით უნდა ებრძოლოთ.
თხის რქა
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. ზომიერება გმართებთ ფულის ხარჯვისას. მეტად გაამახვილეთ ყურადღება პოზიტივზე.
მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვისზეც თქვენი მომავალი, წარმატებაა დამოკიდებული. ამბიცია წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ უსიამოვნებას მეუღლესთან.
თევზები
ცვლილებების დღეა. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, რათა არაფერი გამოგრჩეთ. კარგი დღე ელით საზღვარგარეთ მყოფ ნიშნებს. აგრეთვე მათ, ვისაც ემიგრაციაში სურს წასვლა ან მუშაობა საზღვარგარეთ.