ავტორი:

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ივლისი სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:15-ზე, მთვარე კირჩხიბშია

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.

ვერძი: არ გირჩევთ სარისკო საქმიანობაში ჩართვას; კონტაქტებს საეჭვო ადამიანებთან; მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას.

კურო: კარგ შედეგს მოგიტანთ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება, ახალ ინფორმაციას იოლად აითვისებთ. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი ძვირფასი საჩუქრით.

ტყუპი: უნდა დაასრულოთ გვერდზე გადადებული საქმეები. ფინანსებთან დაკავშირებული ყველა საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. საღამოს არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად.

კირჩხიბი: გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. დაასრულეთ საქმეები, რაც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

ლომი: მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. საღამო სასიამოვნო ადამიანების გვერდით გაატარეთ, იმხიარულეთ, მაგრამ მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, კუჭის გადატვირთვას.

ქალწული: მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. არ გირჩევთ ზედმეტი ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას. უფრო მეტიც, დაიხმარეთ ახლობლები დაწყებული საქმეების დასრულებაში.

სასწორი: საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. მაგრამ ნუ აჩქარდებით. უმჯობესია, ახალ დაწყებული საქმეების დაასრულოთ, ახლები კი ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყოთ.

მორიელი: ზოგიერთმა შეიძლება სამსახურის, საქმიანობის შეცვლა მოინდომოთ, მაგრამ ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით ემოციებს აყოლილი. ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ მეგობრებს.

მშვილდოსანი: კარგად შესრულებული საქმეებისთვის კოლეგების პატივისცემას, შექებას დაიმსახურებთ. ნუ დაივიწყებთ იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვების მოპოვებაში შეგიწყოთ ხელი.

თხის რქა: პარტნიორებთან ერთად მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ახალი იდეები და პროექტები დღეს მხოლოდ განიხილეთ, მათ დაწყებას ახალმთვარეობის შემდეგ გირჩევთ.

მერწყული: იყავით დაკვირვებული საქმიანი შეხვედრებისას, ვალდებულებების მოგვარებისას, დეტალებისადმი. დაემორჩილეთ წესებს. საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზით გაანებივრეთ.

თევზები: სირთულეების მოგვარებაში დახმარება ერთგულ, გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ. გააცანით საკუთარი საქმიანობა გარშემო მყოფებს. კარგ შედეგეს მოგიტანთ ონლაინაქტიურობა.