ოთხშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:20-ზე, მთვარე მორიელშია
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. ამ დღეს მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგია უფროსთან შეხვედრა და ახალი პროექტების განხილვა. საქმიანობის, სამსახურის შეცვლა. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას; ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში.
ვერძი
ოთხშაბათს თქვენი კრეატიულობა და ინტუიცია გააქტიურდება, ლოგიკა კი უკანა პლანზე გადავა. საჭიროა წარმოსახვისა და არასტანდარტული მიდგომის გამოვლენა. იოლად გამოავლენთ მათ, ვისაც თქვენი მოტყუება განუზრახავს. გამოიჩინეთ ტაქტი მოლაპარაკებისას, შრომისუნარიანობა - მუშაობისას.
კურო
ოთხშაბათს მაქსიმალურად კომუნიკაბელური უნდა იყოთ – ეს შესანიშნავი დღეა საქმიანი კავშირების დასამყარებლად და მოლაპარაკებებისთვის. გამოიყენეთ შესაძლებლობა, მოიძიოთ სწორი ადამიანების მხარდაჭერა, მიაღწიოთ შეთანხმებებს და მიიღოთ თანამოაზრეების მხარდაჭერა, ისინი უახლოეს მომავალში დაგეხმარებიან მნიშვნელოვანი საკითხების უპრობლემოდ გადაჭრაში.
ტყუპი
ადამიანებთან ურთიერთობისას გამოავლინეთ მეტი სიკეთე. არ გამოტოვოთ კოლეგებთან საუბრის შესაძლებლობა და არ იჩქაროთ ზედმეტად მოლაპარაკე კლიენტის მოშორება, ხანდახან არაფერზე ლაპარაკი გაგამხნევებთ და საშუალებას მოგცემთ გაექცეთ საკუთარ პრობლემებს.
კირჩხიბი
კარგი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის - ვარჯიში, ახალი პროექტი, დიეტა, რემონტი... ვარსკვლავები მოიწონებენ ცვლილებების სურვილს და სერიოზულ დაბრკოლებებს არ წააწყდებით გზაზე. საღამო შესაფერისია პაემნების, რომანტიკული სეირნობისთვის.
ლომი
ოთხშაბათს კომუნიკაციასთან დაკავშირებული ყველა საქმე წარმატებული იქნება. თქვენმა უნარმა, მოუსმინოს და გაიგოს თანამოსაუბრე შეიძლება საოცრება მოახდინოს. ნებისმიერთან შეგიძლიათ მოლაპარაკება, არ გაუშვათ შანსი ხელიდან!
ქალწული
ადამიანი, რომელიც ოდესღაც თქვენთვის ძვირფასი იყო, შესაძლოა ისევ გამოჩნდეს ჰორიზონტზე. ოღონდ ზედმეტად სერიოზულად ნუ მიიღებთ და მით უმეტეს, ურთიერთობის განახლების იმედებს ნუ დაამყარებთ. მალე ის ისევე მოულოდნელად გაქრება თქვენი ცხოვრებიდან როგორც გამოჩნდა.
სასწორი
დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, იმოქმედოთ ზომიერი ტემპით. დაჩქარება არ გამოიწვევს საქმეების სწრაფ დასრულებას, მაგრამ მხოლოდ გაზრდის შეცდომის ალბათობას. გარდა ამისა, აურზაურმა შეიძლება დაგაღალოთ და საღამოს თავი მთლიანად დასვენებას მიუძღვენით.
მორიელი
კარგი დღეა საქიანი შეხვედრებისა და საქმეების მოსაგვარებლად. არ უნდა დაიწყოთ რაიმე სერიოზული საუბარი საყვარელ ადამიანებთან, გადადეთ სხვა დღით. დისკუსია შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს შეტაკებაში, შემდეგ კი ჩხუბში.
მშვილდოსანი
დღეს გირჩევთ, მეტი კომუნიკაცია გქონდეთ, ასე არ გამოტოვებთ მნიშვნელოვან სიახლეებს. დღის მეორე ნახევარში შეეცადეთ ეწვიოთ სავარჯიშო დარბაზს ან აუზს, ეს საშუალებას მოგცემთ დაიცალოთ უარყოფითი ენერგიისგან და გაიუმჯობესოთ ძილი.
თხის რქა
არაჩვეულებრივად პროდუქტიული დღე გელოდებათ, თქვენი პოტენციალი ძალიან მაღალია და ბევრი რამის გადაკეთებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში დაელოდეთ კარგ ამბებს. შესაფერისი სიტუაცია იქნება გაცნობისა და რომანტიული პაემნებისთვისაც.
მერწყული
დღეს შესაძლოა ხელმძღვანელობის მხრიდან კრიტიკის წინაშე აღმოჩნდეთ. თუ პრეტენზიები უსამართლოდ მოგეჩვენებათ, ნუ მოითმენთ დაუმსახურებელ ბრალდებებს - დაიცავით თქვენი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ხნით დარჩებით განტევების ვაცის როლში. უბრალოდ აკონტროლეთ თქვენი ემოციები, ისაუბრეთ თავდაჯერებულად, მაგრამ სწორად.
თევზები
დღეს შესაძლოა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპაროთ, ვიღაცის კრიტიკა კი თავდაჯერებულობას შეგილახავთ. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ამ სიტყვებს და შეახსენეთ თანამოსაუბრეს, რომ არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს და ურჩიეთ, კომპეტენტური აზრი თავისთვის შეინახოს.