26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საკუთარი გულკეთილობითა და ღიმილით გარშემო მყოფებს მოაჯადოვებთ. საღამოს შეგიძლიათ სამომავლო გეგმები დააწყოთ.

ტყუპი

თუ მეტისმეტად ემოციური არ იქნებით, ყველაფერს მოაგვარებთ. გაფრთხილდით, რათა კოლეგებთან ან საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება არ შეგემთხვეთ.

კირჩხიბი

დღეს თქვენი იმედების დიდი ნაწილი განხორციელდება. ეს დღე განსაკუთრებით იღბლიანია მათთვის, ვინც შვებულებაშია. კარგად გაართმევთ თავს თარჯიმნისა და გიდის როლს.

ლომი

გახსოვდეთ, იმარჯვებს ის, ვისაც თავი გამარჯვებული ჰგონია. და კიდევ, დღეს ბევრი არ ილაპარაკოთ.

ქალწული

დღეს არ გამოგივათ გარშემო მყოფებს თავი მოაწონოთ. მშვიდად გაატარეთ ეს დღე. ახალს ნურაფერს წამოიწყებთ.

სასწორი

ამ დღისგან ბევრს ნურაფერს ელით. მეტად დაისვენეთ. ნუ გადაიღლებით. კარგია თუ მოახერხებთ და ახლობლებს რაიმეთი დაეხმარებით.

მორიელი

თუ სასწრაფო საქმეები არ გაქვთ, დაისვენეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმეებისთვის, კინო, მუსიკა, ფოტოგადაღება. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ.

მშვილდოსანი

შეიძლება დღეს განმარტოება მოგინდეთ, მაგრამ ნუ ეტყვით ახლობლებს უარს შეხვედრაზე. მხიარულება, სასმელი და საინტერესო საუბრები გელით.

თხის რქა

რაც უფრო მეტ გულისხმიერებას გამოიჩენთ გარშემო მყოფების მიმართ, მით მეტ სითბოს მიიღებთ მათგან. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მერწყული

დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ და იმოქმედეთ. გახსოვდეთ, რომ ოცნებებიც თქვენი დასაფინანსებელი გახდება.

თევზები

დღეს იმას აისრულებთ, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. განსაკუთრებით გაუმართლებთ შემოქმედებით თევზებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით