26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

პოზიტიურად განეწყვეთ და იფიქრეთ. დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. დღეს მეტად მომთმენი და გამგები უნდა იყოთ გარშემო მყოფების მიმართ.

ტყუპი

მოერიდეთ ემოციურობას, გაურკვევლობას ურთიერთობაში. ეცადეთ, ბოლომდე გაერკვეთ სიტუაციაში და არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები.

კირჩხიბი

თქვენი სურვილები აუცილებლად ასრულდება, მაგრამ ცოტა უნდა მოიცადოთ. იდეალურად იგრძნობთ თავს დამცველის, გზამკვლევის, თარჯიმნის როლში.

ლომი

გარშემო მყოფებზე მხოლოდ სიტყვით კი არა, ქცევითაც უნდა მოახდინოთ გავლენა. გახსოვდეთ, იმარჯვებს ის, ვინც თავს გამარჯვებულად გრძნობს.

ქალწული

შეიძლება ბოლომდე ვერც მიხვდეთ, რას გრძნობენ გარშემო მყოფები თქვენს მიმართ. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება, სარეკლამო აქციების ჩატარება.

სასწორი

დღევანდელი დღისგან ნუ გექნებათ დიდი მოლოდინი. მეტად დაეხმარეთ (უსასყიდლოდ) გარშემო მყოფებს. ისეთი საქმიანობა შეარჩიეთ, რომელიც არ დაგძაბავთ.

მორიელი

არ დაიწყოთ ახალი საქმეები, მშვიდ გარემოში დაისვენეთ. მეტი დრო დაუთმეთ ფოტოებს, მუსიკას, კინოს. შეიძლება გაიხსენოთ მივიწყებული ჰობი.

მშვილდოსანი

მეტი დრო გაატარეთ შინ, განმარტოვდით, გამოიძინეთ. შეიძლება საყვარელი ადგილების ან ადამიანების მონახულების სურვილი გაგიჩნდეთ, ნოსტალგიამ შემოგიტიოთ.

თხის რქა

ნუ აჩქარდებით ურთიერთობების (სასიყვარულოსა და საქმიანს) გაწყვეტას. ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. მეტად დაისვენეთ, დააკვირდით მოვლენებს, ადამიანებს.

მერწყული

მოერიდეთ სიახლეებს, ახალი საქმეების დაწყებას, ფულის ფლანგვას. მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. ნუ განაწყენდებით, თუ სასურველს ვერ მიიღებთ.

თევზები

იყავით მაქსიმალურად მშვიდი და გაწონასწორებული. შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც თქვენ გქონდათ წარმოდგენილი. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, დააკვირდით მოვლენებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით