ივლისის თვე, დანარჩენი თერთმეტი თვისგან საკუთარი კლიმატური მახასიათებლებით გამოირჩევა, იგი ყველაზე თბილი თვეა წელიწადში. ამასთან ერთად, ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 2626 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
26 ივლისს დაბადებული ადამიანები ანალიტიკური გონებითა და კარგი მეხსიერებით გამოირჩევიან. მათ შესანიშნავად შეუძლიათ ნებისმიერი სირთულის პრობლემაში გარკვევა და მისი დეტალური ანალიზი. სწორედ ეს თვისებაა მიზეზი, იმისა რის გამოც ხშირად მიმართავენ რჩევისთვის ამ ადამიანებს გარშემო მყოფები. თუმცა, სასურველია ამ ხალხმა გააცნობიეროს ის, რომ ცხოვრება მარტოოდენ ფაქტებზე და არგუმენტებზე დაფუძნებული რეალობა როდია და მეტი ემოციური აღქმა გამოიმუშაონ სამყაროს მიმართ.