26 ივნისი კვირა, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:49-ზე, მთვარე 03:13-ზე ესტუმრება ტყუპს
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის, მოგზაურობის დასაწყებად, ნიშნობისათვისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
ვერძი: გაგიმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფული დააბანდეთ ხარისხიან და ძვირად ღირებულ ნივთებში.
კურო: დღეს საკუთარ თავს დასვენების, ნებივრობს უფლება მიეცით. დიეტის დაცვა არ გამოგივათ, გემრიელობები უნდა მიირთვათ.
ტყუპი: გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი, ვინც სირთულეებისგან დაგიცავთ. მიიღებთ მატერიალურ სარგებელს ადრე შესრულებული საქმისგან.
კირჩხიბი: გემრიელობების მომზადების, სტუმრების მიღების, მხიარულების დღე გელოდებათ. სიურპრიზებისთვის იყავით მზად.
ლომი: ძალიან მომთხოვნი ხართ საკუთარი თავის და გარშემო მყოფების მიმართ. დაიცავით ზომიერება ყველაფერში და განსაკუთრებით ფულის ხარჯვაში.
ქალწული: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან, მეგობრებთ, საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ უცხოეთიდან.
სასწორი: კარგი დღეა ისტორიული, წმინდა ადგილების მოსანახულებლად. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გვერდით.
მორიელი: გარშემო მყოფები გაგანებივრებენ მზრუნველობით და თქვენი იდეების განხორციელებასაც შეძლებთ მათი დაფინანსებით. საუკეთესო დღეა რომანტიკული პაემნისთვის.
მშვილდოსანი: მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობს გაუმჯობესება და გარშემო მყოფების პატივისცემისა და დაფასების მოპოვება. არ გირჩევთ შიმშილობას და დიეტის დაცვას.
თხის რქა: დღეს საკუთარ თავს მიეცით დასვენების უფლება. გაინებივრეთ თავი გემრიელობით, საყვარელ ადამიანებთან მხიარულებით.
მერწყული: დღეს მიხვდებით, რომ სახლში ყველაზე კარგად გრძნობთ თავს. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ. უმასპინძლეთ შინ მეგობრებს.
თევზები: საკუთარი თავის განებივრება მოგინდებათ სპა-პროცედურებით, გემრიელობით, ლამაზი ნივთებით. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას.