26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 00:59-ზე, მთვარე თევზებში გადავა 10:07-ზე

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება მეგობრობის დღე ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.

ვერძი

შეიძლება წარმოიშვას სირთულეები საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. თქვენი გადაჭარბებული შეშფოთება გამოიწვევს გაღიზიანებას, ამიტომ დაჟინებით ნუ ამტკიცებთ თქვენს აზრს, მიეცით მათ საშუალება მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები. უნდა დაკავდეთ რაიმე სახის საქმით, რათა თავი დააღწიოთ ნეგატიურ აზრებს.

კურო

დღეს არ უნდა შეხვიდეთ კამათში და შეეცადოთ დაუმტკიცოთ ყველას, რომ მართალი ხართ: ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კარიერას. მოერგეთ თქვენს თანამოსაუბრეს, მოიგეთ მისი გული. თქვენს ახლობელს თქვენი დახმარება სჭირდება. გამონახეთ დრო და დაეხმარეთ მას პრობლემების გადაჭრაში, მიეცით პრაქტიკული რჩევები.

ტყუპი

კარგი დღეა შოპინგისთვის, დიდი ხნის დაგეგმილი ნივთების შესაძენად. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი არ დახარჯოთ, რათა რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. აკონტროლეთ დიეტა.

კირჩხიბი

დღეს გამოავლენთ ხასიათის სხვადასხვა მხარე, როგორც პოზიტიურს, ასევე უარყოფითს. ზოგადად ჯობია შეზღუდოთ კომუნიკაცია და განმარტოვდეთ. შეგიძლიათ უფრო სწრაფად მიაღწიოთ დიდ მიზნებს, თუ მათ ნაწილებად დაყოფთ და ეტაპობრივად შეასრულებთ.

ლომი

თქვენი ხიბლი და დიპლომატიური უნარები მაღალ დონეზეა. მოახერხებთ თანამოსაუბრის მოხიბვლას, მისი სიმპათიისა და ნდობის მოპოვებას. ეს ეხება როგორც საქმიან მოლაპარაკებებს, ასევე პირად კომუნიკაციას. ისარგებლეთ მომენტით და მიაღწიეთ სასურველს. საღამოს დაკავდით ჰობით.

ქალწული

დღეს შეხვედრები მნიშვნელოვანი იქნება. არსებობს შანსი, რომ შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ აქტიური თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში. დაკავდით ჰობით, შექმენით რაიმე ღირებული.

სასწორი

გარემოებები თქვენზე ძლიერია, ამიტომ 26 ივნისს მათ უნდა მოერგოთ, მეტი დანებდეთ და დაეთანხმოთ. ეს პასიური პოზიცია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ საჭირო ურთიერთობები და წახვიდეთ მიზნებისკენ. თუ კამათში მოხვდებით, აკონტროლეთ თქვენი სიტყვები.

მორიელი

შეარჩიეთ თქვენი კომპანიისთვის ხალისიანი და ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ გააკეთოთ რაიმე განსაკუთრებული და დაგეხმარებიან თქვენი გეგმების განხორციელებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ კამათს ან დაძაბულ მომენტებს; იყავით ტაქტიანი.

მშვილდოსანი

რთული და დაძაბული დღეა მოსალოდნელი. მოერიდეთ რაიმე პრობლემას და უსიამოვნებას. მოგიწევთ საუკეთესო თვისებების ჩვენება და რთული საკითხების მოგვარება. რომელიმე გავლენიანი ადამიანი მიიპყრობს თქვენს ყურადღებას: მოუსმინეთ მის რჩევებს.

თხის რქა

დღეს გამოადგებათ ავტორიტეტული და პროფესიონალი ადამიანების მოსაზრებები. ნუ ეკამათებით და ნუ ეცდებით თქვენი აზრის დამტკიცებას: 26 ივნისს სხვა ადამიანების რჩევა გამოგადგებათ. ასევე მოგიწევთ კომპრომისების ძიება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. სამუშაოს შემდეგ დრო დაუთმეთ ჰობის, ეს დაგეხმარებათ დაისვენოთ.

მერწყული

აქტივობებითა და პრობლემებით სავსე დღეა, როცა კოლეგების ან მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ. მაშინაც კი, თუ რაიმე უსიამოვნება შეგაწუხებთ, შეეცადეთ წინ წახვიდეთ თქვენს საქმეში და არ გადადოთ ადრე დაგეგმილი ამოცანები. გაატარეთ თავისუფალი დრო სურვილისამებრ, აკეთეთ ის, რაც გიყვართ.

თევზები

მოემზადეთ საინტერესო და აქტიური დღისთვის, როდესაც უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ. რთულ სიტუაციებში იმოქმედეთ გააზრებულად და არ იჩქაროთ. იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება შეცდომისკენ მიგიყვანოთ. მცოდნე პროფესიონალი ადამიანების რჩევა გამოგადგებათ.