ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება
საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
ვერძი
კარგია, რომ დასვენების დღეა, სასურველია, შეანელოთ ტემპი და არ შეეცადოთ ერთდროულად გააკეთოთ ყველა საშინაო საქმე, თორემ ამ დღისთვის გამოყოფილი ენერგია ძალიან სწრაფად აორთქლდება
კურო
ახლობლებს ბოლო დროს ყურადღება არ აქცევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა გამოასწოროთ თქვენი საქციელი და დღევანდელი გაატარეთ ოჯახთან ერთად, მოუწყვეთ სასიამოვნო სიურპრიზები ბავშვებსაც და ხანდაზმულ ახლობლებსაც.
ტყუპი
რაც არ უნდა გააკეთოთ დღეს, ეცადეთ, არ იჩქაროთ: ნაჩქარევი დასკვნები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიგიყვანთ თქვენს მიზანთან, პირიქით, მოგაშორებთ.
კირჩხიბი
ემოციებს არ უნდა აჰყვეთ, ეს დეპრესიამდე მიგიყვანთ. სასურველია, სუბლიმაცია მოახდინოთ თქვენთვის საინტერესო და, ამავდროულად, გარშემო მყოფთათვის სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეებზე.
ლომი
ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ერთ ხაზს არ უნდა მიჰყვეთ, ასე მათგან ვერაფერს მიიღებთ, ეცადეთ იყოთ მოქნილი და თავადაც გაგიკვირდებათ, რა მარტივად გამოგივათ ყველაფერი.
ქალწული
სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება, თუ ადრე დაშვებული შეცდომების გამო იტანჯებით - ცოდვები უნდა დატოვოთ წარსულში და წინ წახვიდეთ მსუბუქად, წუხილისა და სინანულის ტვირთის გარეშე.
სასწორი
როგორიც არ უნდა იყოს გარემოებები, ნუ გაჯიუტდებით, მოუსმინეთ თქვენი ოპონენტების არგუმენტებს - ალბათ მათშიც არის საღი აზრი.
მორიელი
დაივიწყეთ საქმეები და ვალდებულებები; დღეს უნდა დაისვენოთ. წადით პარკში ან ტბაზე გაისეირნეთ, ეს ხელს შეუწყობს ძალების აღდგენას მომავალი დღისთვის.
მშვილდოსანი
სანამ დაიწყებთ ახალი იდეების განხორციელებას, შეაფასეთ მათი შესაძლო შედეგები და ამავე დროს გულწრფელად უპასუხეთ საკუთარ თავს, მზად ხართ თუ არა იმ ცვლილებებისთვის, რაც მათ შეიძლება გამოიწვიონ.
თხის რქა
თამამად განახორციელეთ ცვლილებები, დიდი ალბათობით, ისინი დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებისეულ პირობებზე, ამიტომ გადამწყვეტ ქმედებებს ნუ გადადებთ.
მერწყული
თქვენ ყოველთვის გჭირდებათ ნაკლები საუბარი და მეტი მოსმენა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით: თქვენ შეძლებთ გაიგოთ, თუ რა მიზნები აქვთ გარშემო მყოფებს, რომელი მათგანია გულწრფელად განწყობილი თქვენ მიმართ და ვინ მალავს ნეგატივს კეთილი ბუნების ნიღბის ქვეშ.
თევზები
სანამ რაიმეს გააკეთებთ, წარმოიდგინეთ თქვენი ქმედებების შედეგები სულ მცირე რამდენიმე ნაბიჯით წინ: სავსებით შესაძლებელია, რომ შედეგი სრულიად განსხვავებული იყოს, ვიდრე ელოდებით, ასე რომ არ იჩქაროთ. ისე, კი, უმჯობესია, ეს დღე შვილებთან ერთად გაატაროთ.