პარასკევი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:47-ზე, მთვარე ლომშია
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად, მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადედეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი. გაუფრთხილდით და არ გადაღალოთ გული.
ვერძი
დილიდან შეინარჩუნეთ პოზიტიური გაწნყობა. ნუ გახდებით აგრესიული და მკაცრი. არ გირჩევთ სკანდალებისა და კონფლიქტების პროვოცირებას. დღემ შეიძლება მოულოდნელი ფინანსური სარგებელი მოგიტანოთ.
კურო
დღეს განსაკუთრებით გამჭრიახი გახდებით. ინტუიცია გამწვავებულია. ეს სასარგებლოც კია, რადგან შეიძლება ახლოს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა ზრახვები.
ტყუპი
ფული შეიძლება მოულოდნელი წყაროებიდან მოვიდეს. თავს განსაკუთრებით მდიდრად იგრძნობთ და მოგინდებათ მაქსიმალურად დახარჯოთ ფინანსები სპონტანურ სურვილებზე. დღეს გაჩნდებათ საზოგადოებასთან საუბრის შესაძლებლობა, ასეთი ნაბიჯი პოპულარობას და წარმატებას მოგიტანთ.
კირჩხიბი
ოჯახში დაძაბულობა იმატებს. გსურთ სრული პირადი თავისუფლება, მაგრამ ოჯახის წევრები მოითხოვენ მორჩილებას. მეგობრებთან საუბარი ან ერთად გასეირნება განწყობას გაგიუმჯობესებთ. იყავით მომართული პოზიტივზე.
ლომი
შემოქმედებითი და ლიდერული თვისებები დღეს ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდება. ძალების ასეთი მატება ხელს შეუწყობს კვირის განმავლობაში დაგროვილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას. გადაწყვეტილებების მიღებამდე კარგად დაფიქრება გმართებთ. ეცადეთ, რომ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გამოგივიდეთ.
ქალწული
დღეს მეხსიერება უმჯობესდება, აზროვნების პროცესები იდეალურია. საუკეთესო დღეა სწავლისთვის, დეტალებზე მუშაობისთვის. გარდა ამისა, კომუნიკაციაც მომგებიანი იქნება - პარასკევს შეძენილი მეგობრები მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.
სასწორი
პარასკევი მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. შეგიძლიათ თქვენი იდეები უფრო ხელსაყრელ ჭრილში წარმოაჩინოთ და მიიღოთ დაფინანსება ნებისმიერ პროექტში. კარგი იქნება, საღამო გაატაროთ საინტერესო ადგილას.
მორიელი
პარასკევის დაუთმეთ ახლობელ ადამიანებს, მათთან ერთად დასვენებას. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას და მათ ერთობლივად მოგვარებას. ხანდაზმულ ნათესავებთან შეინარჩუნეთ კონტაქტი, მათთვის თქვენი ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მშვილდოსანი
დღეს ყველას პატივისცემას დაიმსახურებთ. საღამოს, შეგიძლიათ იზეიმოთ წარმატება საყვარელ ადამიანებთან ერთად შესაძლებელია მოულოდნელი საჩუქრები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
თხის რქა
ნებისმიერი საქმე, მათ შორის იურიდიულიც, თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. რომანტიკული და მეგობრული ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება.
მერწყული
დღეს რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. მოსალოდნელია მეგობრებთან ერთად მხიარულება და გართობა. ასევე კარგი დღეა თქვენი გრძნობების გადასატანად შემოქმედებაში.
თევზები
დღეს ყველაფერი გამოსწორდება. მიიღებთ კომპენსაციას ყველა განცდილი სტრესისთვის. წარმატება გელით ფინანსურ საკითხებში, რომანტიკულ და ოჯახურ ურთიერთობაში.