26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე თხის რქაშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. კარგი დღეა სამიწათმოქმედო სამუშაოსთვის. შინაურ ცხოველებთან კონტაქტი. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი

დღე შესანიშნავია კომუნიკაციისთვის, კავშირების დასამყარებლად, როგორც საქმიანი, ასევე სასიყვარულო.

კურო

ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნებიან. აირჩიეთ ის, რაც ნამდვილად გიზიდავთ და დადებით ემოციებს მოგანიჭებთ. კარგი დღეა საყიდლებზე წასასვლელად და გარდერობის განახლებისთვის.

ტყუპი

იყავით აქტიური, მიჰყევით თქვენს გეგმას და წარმატებას მიაღწევთ. შესაძლოა საინტერესო აზრები გაგიჩნდეთ, რომელთა განხორციელებაც მოგვიანებით შეგიძლიათ.

კირჩხიბი

დღეს გარემოებები თქვენს სასარგებლოდ არ შეიცვლება. სიჯიუტე ახლა არ გამოგადგებათ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან.

ლომი

მოემზადეთ თქვენი გეგმების შეცვლისა და შეხვედრების გადადებისთვის. დღეს შესაძლოა შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარებიან მომავალი პროექტების განხორციელებაში.

ქალწული

მხიარული და ოპტიმისტური განწყობით საინტერესო ადამიანებს მოიზიდავთ. მეგობრებთან ურთიერთობისას შეიძლება დაძაბული მომენტები წარმოიშვას და ძველი წყენა გაგახსენდეთ.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი შესაფერისია აქტიური საქმიანობისთვის ან ფიზიკური მუშაობისთვის. საღამოს ჰობი კარგ განწყობას დაგიბრუნებთ.

მორიელი

წარმატება გელით იმ საქმეებში, რაც საუკეთესოდ იცით. უმჯობესია დღეს არ დაიწყოთ ახალი ან რთული პროექტები. მოერიდეთ კამათს ან დაპირისპირებას, ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტს.

მშვილდოსანი

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. ერთ-ერთმა ახალმა ნაცნობმა შესაძლოა შთაგაგონოთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

თხის რქა

დილით შეგიძლიათ ყველაზე შრომატევადი და უსიამოვნო ამოცანების შესრულება. მოძებნეთ გუნდი, ვისთანაც იმუშავებთ, დაგეხმარებიან თქვენი გეგმების განხორციელებაში.

მერწყული

სასიამოვნო დასვენების დღეა. შეგიძლიათ გამოიძინოთ, წახვიდეთ საყიდლებზე ან იზრუნოთ პირად საკითხებზე. სასარგებლოა სიტუაციას სხვა კუთხით შეხედოთ.

თევზები

იყავით გამომგონებელი და კრეატიული რუტინული პრობლემების გადაჭრაში. გავლენიან ახლობლებთან ისაუბრეთ თქვენს კარიერაზე, საინტერესო გეგმებზე, ისინი დაგეხმარებიან.