კურო
დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები. ეწვიეთ სილამაზის სალონს, გაიკეთეთ ნიღბები. მიიღეთ არომატული აბაზანა. საღამოს თბილად მოკალათდით და საყვარელი ჟანრის ფილმებს უყურეთ ან საინტერესეო წიგნი წაიკითხეთ.
ტყუპი
იზრუნეთ მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე. გაუმასპინძლდით გემრიელობებით. აიმაღლეთ იმუნიტეტი.
კირჩხიბი
მოიწყვეთ განტვირთვის დღე, მიიღეთ რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული. ეწვიეთ სილამაზის სალონს. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები.
ლომი
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ სისტემას. კარგი დღეა სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, ვარჯიშისა და დიეტის დასაწყებად.
ქალწული
ჩაიტარეთ ორგანიზმის გამწმენდი პროცედურები. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.
სასწორი
მეტად დაისვენეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაამდიდრეთ რაციონი ცილოვანი საკვებით. ჩამოწერეთ საზაფხულო გეგმები.
მორიელი
მოაწესრიგეთ პირადი ნივთები; განთავისუფლდით უსარგებლო საგნებისგან. მიიღეთ არომატული აბაზანა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა დიეტის, ვარჯიშის დასაწყებად. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.
თხის რქა
მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. იყავით მეტად მოსიყვარულე, გაერთეთ მათთან ერთად. გაუმასპინძლდით გემრიელობით და ასწავლეთ ნივთების მილაგება.
მერწყული
დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად დასრულდება. კარგი დღეა კონტრაქტების გასაფორმებლად და პრეზენტაციისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
თევზები
კარგი დღეა ჰობისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის მოვლას. მანიკიურსა და პედიკიურს. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.