26 ნოემბერს დაბადებული ადამიანი ფილოსოფიური აზროვნებითა და გამოკვეთილი ინტელექტუალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული

26 ნოემბერს დაბადებული ადამიანი ფილოსოფიური აზროვნებითა და გამოკვეთილი ინტელექტუალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული

ნოემბერი ძველრომაული კალენდრით მეცხრე, ხოლო გრეგორიანული კალენდრით მეთერთმეტე თვეა. მისი სახელწოდებაც სწორედ ცხრიანს უკავშირდება (ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახელწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.

  • როგორია 26 ნოემბერს დაბადებული ადამიანი

26 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ფილოსოფიური აზროვნების უნარით და გამოკვეთილი ინტელექტუალური შესაძლებლობებით არიან დაჯილდოებულნი. მათი უმრავლესობისთვის, პროფესიული წინსვლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შესრულებული სამუშაოს მატერიალური ანაზღაურება. ისინი იდეალისტები და ენთუზიასტები არიან, რაც ხშირად მოქმედებს მათივე საზიანოდ.