კურო
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარელად, ვალების გასასტუმრებლად, სპონსორების მოსაძიებლად. დღეს ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ადვილად იპოვით გამოსავალს.
ტყუპი
მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. საქმიანი მოლაპარაკებების დროს ზუსტად ჩამოაყალიბეთ საკუთარი მოთხოვნები. სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ საოჯახო სადილი, წვეულება და მგზავრობა.
კირჩხიბი
კარგი დღეა მგზავრობისა და მოლაპარაკებებისთვის. დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე; ერთიდან მეორეზე არ გადახტეთ. დაეხმარეთ ახლობლებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარება მოგიწევთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ მატერიალურ საკითხებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები.
ქალწული
ცვლილებები უნდა შეიტანოთ როგორც სამსახურის საქმებში, ასევე ოჯახში და ურთიერთობაში. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სახლში დიზაინის შესაცვლელად, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
სასწორი
გადახედეთ კვირის საქმეებს და მოიძიეთ ყველა ინფორმაცია, რაც გამოგადგებათ. გაისტუმრეთ ვალები, გადაიხადეთ გადასახადები. მეტად დაისვენეთ. მოსინჯეთ ახალი დიეტა, ჩაეწერეთ მასაჟის კურსებზე.
მორიელი
არაფრის შეცვლა არაა საჭირო. უბრალოდ, დააკვირდით მოვლენებს, აკონტროლეთ სიტუაცია. კარგი დღეა დანაპირების შესასრულებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ იმიჯს. ივარჯიშეთ. ჩაერთეთ ტრენინგებში.
მშვილდოსანი
ახალი იდეები უფროსთან ერთად განიხილეთ. მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. კარგი დღეა დიეტისთვის, სახლში შეცვალეთ ინტერიერი, შექმნით რომანტიკული ატმოსფერო.
თხის რქა
კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესამუშავებლად, ახალი ნაცნობობისათვის და არსებული ურთიერთობის გასამყარებლად. კარგი დღეა სწავლისა და სპორტისთვის. საღამოს კულტურული ღონისძიებისთვისაც გამონახეთ დრო.
მერწყული
შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. საქმეებში კოლეგებიც დაიხმარეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, თუ ვერ ვარჯიშობთ, დიდხანს ისეირნეთ. გამონახეთ მიზეზი, რათა შეხვდეთ იმ ადამიანს, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
თევზები
ახალი საქმისადმი – კულინარია, ხელსაქმე, კოლექციონერობა – გამოგიჩნდებათ ინტერესი. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად. საპირისპირო სქესში სიმპათიას გამოიწვევთ.