26 ოქტომბერი, მთვარე თხის რქაშია: კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა და დაწყებას

26 ოქტომბერი, მთვარე თხის რქაშია: კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა და დაწყებას

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 14:28-ზე, მთვარე თხის რქაში გადაბრძანდება 20:52-ზე

მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია.

ჯანმრთელობა: კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა.

კვება: ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს.

რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება.

არ არის რეკომენდებული: ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე.

მოგზაურობა: უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.

ურთიერთობები: დღის ენერგიას შეუძლია მშვიდობა და წესრიგი მოუტანოს შექმნილ ოჯახს. ქორწილი უნდა ჩატარდეს მშვიდ ატმოსფეროში და ახლო ოჯახურ წრეში. პაემნები კარგია.

დღის მინერალები: ჰიაცინტი, ციტრინი.

  • მთვარე თხის რქაშია

კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა და დაწყებას. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას.

აქტიური ორგანოები: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.

კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, შებოლილი ყველისა და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე. დაიცავით უმარილო დიეტა.

საოჯახო საქმეები: კარგია დასუფთავება, რემონტი, სახლის მოვლა, ნაგვის გადაყრა. მოერიდეთ ნივთების ქიმწმენდას ამ დღეებში.

კოსმეტიკური პროცედურები: შეგიძლიათ თმის შეჭრა და შეღებვა, არასასურველი თმის მოცილება. გაიწმინდეთ სახე და გაიკეთეთ ნიღბები. ხელსაყრელი დროა მანიკიურისა და პედიკიურისთვის.