26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ სახლში დარჩებით, ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ ოჯახურ უსიამოვნებებს და უფრო მეტიც, არ გამოთქვათ კრიტიკა ოჯახის წევრების მიმართ. თუმცა, უმჯობესია, გაერიდოთ და დღე სამსახურის საქმეებს დაუთმოთ.

ტყუპი

შუადღემდე საოჯახო საქმეების მოგვარება მოგიწევთ. საღამოს კი გაერთეთ: მეგობრებთან შეხვედრა, წვეულება. მთავარია, რეჟიმიდან არ ამოვარდეთ.

კირჩხიბი

ბავშვების გასეირნება, ოჯახის წევრებისთვის სადილის მომზადება, მეგობრებთან ერთად გართობა, ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენა და შეძლებისადგვარად დასვენება. აი, დღის მოკლე დახასიათება, რომელიც თქვენ გელით.

ლომი

შეამცირეთ საქმიანი შეხვედრები. მეტად დაისვენეთ. გაიხსენეთ თქვენი ჰობი. საღამოს მეგობრებს შეხვდით, გამოავლინეთ თქვენი მსახიობური ნიჭი. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან.

ქალწული

დღეს ბევრს საქმეს დაასრულეთ. ყოველ შემთხვევაში, გაერკვევით მაინც. თანაც, საშუალება მოგეცემათ აღიდგინოთ თავი ინტერესთა კლუბში, კორპორაციაში, სამეგობროში.

სასწორი

კარგი დღეა გართობისა და წვეულებების მოყვარულთათვის. მთელი დღე საკუთარი თავის მოვლას მოანდომეთ, რათა საღამოს ყველა მოხიბლოთ თქვენი გემოვნებითა და შარმით.

მორიელი

დასვენების, რომანტიკისა და კრეატიული იდეების განხორციელების დღეა. გარშემო მყოფების მიმართ მეტად ლოიალური უნდა იყოთ.

მშვილდოსანი

ნაკლები საქმე და მეტი გართობა. თუმცა, შეიძლება ახალმა იდეებმა არ მოგასვენოთ და საღამოს მათ შესრულებას შეუდგეთ.

თხის რქა

მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ნაკლები პრეტენზია და კრიტიკა გაგიუმჯობესებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან.

მერწყული

ზოგჯერ კამათში იბადება ჭეშმარიტება. ამიტომ, ნუ გგონიათ, რომ მთელი ქვეყანა თქვენ წინააღმდეგაა მომართული. სიტუაციას სხვა კუთხითაც შეხედეთ. მეტად მოსიყვარულე და მეგობრული უნდა გახდეთ.

თევზები

მთელ დღეს ვარდისფერი სათვალით გაატარებთ. სანამ არ მიხვდებით, რომ დროა, რეალობას თვალი გაუსწოროთ. თუმცა, ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში. ყველაფერს მოთმინებით შეხვდით და სიტუაცია მალე უკეთესობისკენ შეგეცვლებათ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით