კურო
ურთიერთობების, შეხვედრების დღეა. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, განაახლეთ გარდერობი. პირადი ურთიერეთობის გასაუმჯობესებლად მეტი ინიციატივა გამოავლინეთ.
ტყუპი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. დღის მეორე ნახევარი ოჯახს, რომანტიკას დაუთმეთ.
კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, მოუწყვეთ დღესასწაული.
ლომი
სასიამოვნო სიახლეები და ამბები გელით. თუ არ იზარმაცებთ, ფორტუნა თქვენს მხარესაა. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
იდეების განხორციელების დღეა. იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად და მცირე უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.
სასწორი
შეხვედრების, ურთიერთობების დღეა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, ნათესავებთან. საღამოს ოჯახს წევრებს გემრიელობებით გაუმასპინძლდით.
მორიელი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. მოაწესიგეთ საოჯახო საქმეები. საღამოს მეგობრებთან ერთად მხიარულება გელით.
მშვილდოსანი
გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. მათი დახმარებით საქმეების მოგვარებას შეძლებთ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის, გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.
თხის რქა
მუშაობისას ნუ აჩქარდებით, დაკვირვებულად იმოქმედეთ. ზოგიერთს ახალ თანამდებობაზე გადასვლას შესთავაზებენ, ზოგიერთს ახალი სამსახური გამოუჩნდება. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ.
მერწყული
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. უმეტესობას სურვილები აუსრულდება. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და ნურც გარშემო მყოფების შეწუხება მოგერიდებათ სასურველის მისაღწევად.
თევზები
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით, ზოგიერთს საბედისწერო შეხვედრაც ელის, მაგრამ სერიოზული საქმეებისთვისაც გამონახეთ დრო და პირად საქმეებს საღამო დაუთმეთ.