26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით დელიკატური. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სასწავლო კურსებზე ჩასაწერად.

ტყუპი

დღეს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებთ უფროსობას თქვენს გონიერებას და საჭიროებას. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, დოკუმენტებთან სამუშაოდ.

კირჩხიბი

მოაგვარეთ მგზავრობასთან, ლიტერატურასთან დაკავშირებული საკითხები. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. საღამოს ნებისმიერი წვეულების სასურველი სტუმარი გახდებით.

ლომი

კარგი დღეა შეხვედრებისა და მგზავრობისთვის, დოკუმენტებზე მუშაობისთვის. აგრეთვე, სამემკვიდრეო საკითხების მოსაგვარებლად. გული მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გადაუშალეთ. შეიძინეთ საოჯახო ნივთები.

ქალწული

მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა, ინტელექტი. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ.

სასწორი

კარგი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის მოსაძიებლად; დოკუმენტების შესასწავლად. მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად.

მორიელი

საკუთარ თავში შეიძლება მუსიკალური ან ლიტერატურული ნიჭი აღმოაჩინოთ. საყვარელ ადამიანთან გაგიუმჯობესებათ ურთიერთობა. გამონახეთ დრო შვილებისთვის.

მშვილდოსანი

ნუ გაამხელთ საოჯახო და სამსახურებრივ საიდუმლოებებს. დეკემბერში დაბადებულებმა გააუმჯობესეთ ურთიერთობა მანდილოსნებთან. იმიჯის კარდინალურ შეცვლას არ გირჩევთ.

თხის რქა

კარგი დღეა ურთიერთობისთვის, პოეზიის საღამოს მოსაწყობად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. ზოგიერთს ფსიქოლოგიის შესწავლა მოუნდება.

მერწყული

კარგი დღეა საყიდლებისთვის. შეიძინეთ საოჯახო ნივთებიც, განსაკუთრებით, ფასდაკლებით. უცნობებიც კი გაგანებივრებენ მზრუნველობითა და ქათინაურებით.

თევზები

ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. ზოგიერთს საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი ზარი ან წერილი ელის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით