ავტორი:

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, ახალმთვარეობა გველოდება 01:54-ზე მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე სასწორშია

მთვარის პირველი დღე დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.

ვერძი: ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები, სურვილები, ის, რასაც ხვალიდან განახორციელებთ. იყავით მომართული პარტნიორულობაზე, დიპლომატიურობაზე.

კურო: იყავით მომართული სამსახურის საქმეების, კოლეგებთან ურთიერთობის და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. წესად აქციეთ ვარჯიში, სწორი კვება, სეირნობა სუფთა ჰაერზე.

ტყუპი: დაფიქრდით, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაზე. ზოგიერთმა ჰობი შეიძლება შემოსავლის წყარო გაიხდოთ.

კირჩხიბი: ყურადღება უნდა მიაქციოთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. იზრუნეთ ბინის, აგარაკის კეთილმოწყობაზე.

ლომი: დაფიქრდით, რა მოგიტანთ წინსვლას. ჩაეწერებით სასწავლო კურსებზე, რაც აგიმაღლებთ თვითშეფასებას.

ქალწული: ჩამოწერეთ ის საშუალებები (ცოდნა და გამოცდილება, თუნდაც ბავშვების მომზადება სხვადასხვა საგანში), რაც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.

სასწორი: გილოცავთ, დღეს ახალმთვარეობაა თქვენს ნიშანში. თქვენ მუდამ სხვის გაბედნიერებაზე ხართ ორიენტირებული და ახლა საკუთარი თავი უნდა დააყენოთ ყველაზე წინ.

მორიელი: ცოტა შეანელეთ აქტიურობა, ახლა, ახალმთვარეობამდე მორიელში და ზოგადად, თქვენს დაბადების დღემდე, მეტად უნდა დაისვენოთ, მოერიდეთ ჩახლართულ საქმეებს, გაურკვევლობებს.

მშვილდოსანი: ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები, რასაც ხვალიდან განახორციელებთ. როგორ ხედავთ თქვენს მომავალს: კარიერა, სიყვარული, საცხოვრებელი, გარემოცვა.

თხის რქა: მოგინდებათ გარშემო მყოფებისგან დაფასება და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვება. დაფიქრდით ახალი პროექტების დაწყებაზე, ბიზნესის გაფართოებაზე.

მერწყული: გააქტურდით, თუ გსურთ, საზღვარგარეთ გამგზავრება საცხოვრებლად, სასწავლებლად ან სამოგზაუროდ. ან უცხოურ კომპანიაში დასაქმება.

თევზები: მოგეცემათ საშუალება, რომ გადაიხადოთ გადასახადები, ჯარიმები. გახდეთ მატერიალურად დამოუკიდებელი ან აიღოთ კრედიტი კარგი პირობებით.